მოკლედ ნარცისიზმზე
ნარცისები არ არიან თვითშეყვარებულები ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. პირიქით, მათ აწუხებთ საკუთარი თავის სიძულვილი და ზიზღი.
ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ
9/10/20241 min read
ნარცისული პიროვნული აშლილობა (NPD) ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და ხშირად გაუგებარი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება, ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს მის შესახებ.
რა არის ნარცისიზმი?
ნარცისიზმი ხშირად აღიქმება, როგორც უბრალოდ თვითშეყვარებულობა ან გადაჭარბებული სიამაყე. თუმცა, რეალობა გაცილებით რთულია. ნარცისიზმი არის ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგი, რომელიც ძირითადად ბავშვობაში იღებს სათავეს (პოსტრავმული მდგომარეობა).
ნარცისები არ არიან თვითშეყვარებულები ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. პირიქით, მათ აწუხებთ საკუთარი თავის სიძულვილი და ზიზღი, რომელსაც ფსიქოლოგები "ტოქსიკურ სირცხვილს" უწოდებენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ღრმად სჯერა, რომ ის ფუნდამენტურად ცუდია, ბოროტია ან უღირსია.
ნარცისებს უჭირთ ან საერთოდ არ შეუძლიათ სიყვარულის და ემპათიის განცდა. ეს არ არის მათი არჩევანი - მათი პიროვნება იმდენად დაზიანებულია, რომ ეს ემოციები მათთვის მიუწვდომელია. ამის ნაცვლად, ისინი ავითარებენ რთულ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, რათა დაიცვან თავი ემოციური ტკივილისგან.


ნარცისიზმის გავლენა
ნარცისიზმის გავლენა სცილდება თავად ნარცისის პიროვნებას. ის მნიშვნელოვნად მოქმედებს მათ გარშემომყოფებზეც. ნარცისებთან ურთიერთობა ხშირად იწვევს ემოციურ ტრავმას, დაბალ თვითშეფასებას და დეპრესიას მათ პარტნიორებში, ოჯახის წევრებში და თანამშრომლებსა თუ მეგობრებში.
ნარცისები ხშირად იყენებენ მანიპულაციის რთულ ფორმებს, როგორიცაა Gaslighting (რეალობის დამახინჯება/წარსულის გაყალბება), ემოციური შანტაჟი და იზოლაცია. ეს ტაქტიკა მიზნად ისახავს მათი მსხვერპლის დამორჩილებას და კონტროლს, რაც ხშირად იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ შედეგებს.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თავად ნარცისებიც იტანჯებიან. მათი შინაგანი სამყარო სავსეა ტკივილით, სირცხვილით და შიშით. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქცევა ხშირად დესტრუქციულია, ეს არის მათი გზა, რათა გაუმკლავდნენ საკუთარ ტრავმას.
ნარცისიზმის გაგება გვეხმარება უკეთ დავიცვათ საკუთარი თავი და ვიზრუნოთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამავდროულად, ეს გვაძლევს შესაძლებლობას უფრო თანაგრძნობით შევხედოთ ამ რთულ მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ ნარცისებთან ურთიერთობა ხშირად რთულია და ზოგჯერ შეუძლებელიც კი, მათი ქცევის გაგება გვეხმარება უკეთ ვმართოთ ჩვენი რეაქციები და დავიცვათ საკუთარი ემოციური კეთილდღეობა.
როგორები არიან ნარცისები (ვრცელი ვერსია)
3 გამოცდა, რომელსაც ვერ ჩააბარებს ნარცისი
როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია?
7 რამ, რისიც ეშინია ნარცისს
რატომ სძულს ნარცისს, მისი მთავარი პარტნიორი?
რაზე ზრუნავს ნარცისი ყოველდღიურად?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია "ცრუ მე" - ხელოვნური იმიჯი, რომელსაც ნარცისი ბავშვობიდანვე ქმნის თავის გადასარჩენად. ეს "ცრუ მე" შეიძლება იყოს გრანდიოზული, ყოვლისშემძლე ვერსია საკუთარი თავის, ან პირიქით, მსხვერპლის როლი შეითავსოს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც ვურთიერთობთ ნარცისთან, ჩვენ ვურთიერთობთ არა რეალურ პიროვნებასთან, არამედ ამ ხელოვნურ კონსტრუქციასთან, რადგან ნარცისი შიგნიდან ცარიელია. მან შინაგანი ‘მე” ბავშვობაში დაკარგა და როგორც პიროვნება - ის არ არსებობს.


ყველა ამ სცენარში, ბავშვი ვერ ავითარებს ჯანსაღ თვითშეფასებას და ემოციურ სტაბილურობას. ამის ნაცვლად, ის ქმნის რთულ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, რათა გაუმკლავდეს შინაგან ტკივილს და სირცხვილს. ეს მექანიზმები, რომლებიც ბავშვობაში თავდაცვის საშუალებას წარმოადგენდა, ზრდასრულ ასაკში ხდება დესტრუქციული ქცევის საფუძველი.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ყველა, ვინც ბავშვობაში ასეთ ტრავმას განიცდის, არ ხდება ნარცისი. ზოგიერთი ადამიანი ახერხებს ამ წნეხის გადალახვას და ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას. თუმცა, ვისაც არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა და გენეტიკაც ხელს უწყობს, შეიძლება განუვითარდეს ნარცისული პიროვნული აშლილობა.
როგორ ყალიბდება ნარცისიზმი?
ნარცისული პიროვნების ჩამოყალიბებაში მთავარ როლს თამაშობს ე.წ. "სიყვარულის ტრავმა". ეს არის სიტუაცია, როდესაც ბავშვი ვერ იღებს საკმარის უპირობო სიყვარულს, მხარდაჭერას და სითბოს მშობლებისგან. არსებობს რამდენიმე სცენარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ასეთი ტრავმა:
ემოციური სიცარიელე: ეს ხდება, როდესაც მშობლები ემოციურად ცივები, მოუმწიფებლები ან ფიზიკურად არ არიან ხელმისაწვდომები. ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, დეპრესიის ან სხვა ფსიქიკური პრობლემების გამო. ასეთ შემთხვევაში, ბავშვი ვერ იღებს საჭირო ემოციურ საზრდოს და ვერ სწავლობს საკუთარი ემოციების მართვას.
არაადეკვატური გრანდიოზულობა: ზოგიერთი მშობელი ბავშვს უნერგავს აზრს, რომ ის "განსაკუთრებულია" ან "საუკეთესოა", მიუხედავად მისი რეალური მიღწევებისა. ამავდროულად, ისინი სასტიკად სჯიან ბავშვს ნებისმიერი წარუმატებლობის ან არასრულყოფილების გამო. ეს ქმნის პარადოქსულ სიტუაციას, სადაც ბავშვი ერთდროულად გრძნობს, რომ ის "განსაკუთრებულია" და ამავდროულად "არასაკმარისია".
ემოციური ძალადობა: ეს არის ყველაზე მძიმე სცენარი, სადაც მშობლები აქტიურად ამცირებენ, აკრიტიკებენ ან უარყოფენ ბავშვს. ასეთ გარემოში, ბავშვი სწავლობს, რომ მისი ნამდვილი "მე" მიუღებელია და იძულებულია შექმნას ფსევდო-პიროვნება (ცრუ “მე”) თავის გადასარჩენად (ფანტაზიაში გამოგონილი პერსონაჟი, რომელსაც არ დევნიან ამაგისმიმცემები)