ნარცისი ვერ აღიარებს სხვებს
გამოდის, რომ ნარცისი ხელახლა უნდა დაიბადოს, რომ ჯანმრთელ და ემოციურად განვითარებულ ადამიანად მოგვევლინოს
ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
10/19/20231 min read
ნარცისების უუნარობა, აღიქვან სხვები როგორც დამოუკიდებელი პიროვნებები, არის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც განსაზღვრავს მათ მთელ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას და ურთიერთობებს. ეს არ არის უბრალოდ ეგოიზმის ან ეგოისტობის გამოვლინება, არამედ ღრმა ფსიქოლოგიური დეფიციტია, რომელიც სათავეს იღებს ადრეულ ბავშვობაში.
ბავშვობის ადრეულ ეტაპზე, ჩვილები ვერ ანსხვავებენ საკუთარ თავს დედისგან ან გარემოსგან. ეს არის ნორმალური ფაზა, რომელსაც ფსიქოანალიტიკოსები უწოდებენ "პირველად ნარცისიზმს". ჯანსაღი განვითარების პროცესში ბავშვი თანდათანობით სწავლობს საკუთარი თავის გარჩევას სხვებისგან, რაც ცნობილია როგორც "სეპარაცია-ინდივიდუაციის" პროცესი. თუმცა, პიროვნული აშლილობის მქონე პიროვნების შემთხვევაში ეს პროცესი არ სრულდება სათანადოდ. მათ არავინ არ დაეხმარა ამ პროცესის ჯანსაღად გავლაში.
ნარცისები რჩებიან ამ ადრეულ, არადიფერენცირებულ მდგომარეობაში, სადაც ისინი ვერ ხედავენ მკაფიო საზღვრებს საკუთარ თავსა და სხვებს შორის. ამის შედეგად:


ნარცისული დაზიანება: როდესაც სხვები არ იქცევიან ისე, როგორც ნარცისს სურს (რაც გარდაუვალია, რადგან ყველა ადამიანი დამოუკიდებელი არსებაა), ის განიცდის ღრმა ნარცისულ დაზიანებას (ტრავმას), რაც იწვევს ბრაზს, ღვარძლს, დეპრესიას ან შურისძიების სურვილს. მხოლოდ სამაგიეროს გადახდით შეუძლიათ სტატუსის (status-quo) აღდგენა და ზუსტად ამიტომ, მის მსხვერპლზე უსასტიკესი ბოროტება სიამოვნებასაც კი ანიჭებთ მათ.
სიყვარულის უუნარობა: საბოლოოდ, ეს უუნარობა ნიშნავს, რომ ნარცისებს არ შეუძლიათ ნამდვილი სიყვარულის განცდა, რადგან სიყვარული მოითხოვს მეორე ადამიანის აღქმას და დაფასებას როგორც დამოუკიდებელი, უნიკალური პიროვნების. აი, რატომ უჭირთ ნარცისებს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ქმედებებზე ან სხვების გრძნობების გათვალისწინება. მათთვის სხვების ტკივილი ან სიხარული უბრალოდ არ არსებობს როგორც დამოუკიდებელი რეალობა რადგან, მათ უბრალოდ არ აიღიარებს.
ეს პრობლემა არის პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანების ფუნდამენტური ასპექტი და მისი გადალახვა ძალიან რთულია. ის მოითხოვს ღრმა თერაპიულ მუშაობას და ხშირად წლების განმავლობაში გრძელდება. ნარცისებისთვის ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ის მოითხოვს მათი მთელი ფსიქოლოგიური სტრუქტურის გადახედვას და ხელახლა აგებას. ამისათვის საჭიროა ადამიანი ხელახლა დაიბადოს და ჯანსაღი ბავშვობბა გამოიაროს, ამაგისმიმცემი დაეხმაროს ემპათიის უნარის გამომუშავებაში, ასწავლოს საკუთარი თავის გარჩევა სხვებისგან (სეპარაცია-ინდივიდუაცია), მიხვდეს რა არის ობიექტის მუდმივობა (მონტესორის ყუთი), ისწავლოს ბრაზის მართვა და ზოგადად, განუვითარდეს ემოციური ინტელექტი, რომელიც ნარცისს, 5–7 წლის ბავშვის დონეზე აქვს განვითარებული.
გამოდის, რომ ნარცისი ხელახლა უნდა დაიბადოს, რომ ჯანმრთელ და ემოციურად განვითარებულ ადამიანად მოგვევლინოს.
როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია?
ნარცისი ქმარი
წარსულის გაყალბება (Gaslighting)
განსხვავება ნარცისსა და ფსიქოპათს შორის
რა გვასწავლა ნარცისთან ურთიერთბამ?
ნარცისი ასექსუალურია (ავტოეროტიულია)
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
სხვები აღიქმებიან როგორც "საკუთარი თავის გაგრძელებად": ნარცისებისთვის სხვა ადამიანები არ არიან დამოუკიდებელი არსებები, არამედ მათი "გაგრძელებები" ან "ნაწილები" არიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი მოელიან სხვებისგან იფიქრონ, იგრძნონ და იმოქმედონ ისე, როგორც მათ სურთ, თითქოს სხვები მათი სხეულის და ფსიქიკის ნაწილები იყვნენ.


ურთიერთობების არასტაბილურობა: ეს უუნარობა იწვევს ძალიან არასტაბილურ ურთიერთობებს, სადაც ნარცისი მუდმივად მერყეობს იდეალიზაციასა და გაუფასურებას შორის, რადგან ის ვერ ხედავს პარტნიორს როგორც მთლიან, კომპლექსურ პიროვნებას. როდესაც ნარცისი ფიქრობს, რომ სხვას "უყვარს", სინამდვილეში ის უყვარს იმ შინაგან წარმოდგენას (მსხვერპლის ჰოლოგრამას), რაც მას აქვს ამ ადამიანზე შექმნილი და არა რეალურ პიროვნებას. იგივეს თქმა შეიძლება სექსუალური მიზიდულობის დროსაც, ნარცისი ავტოეროტიულია - იგი იღზნება საკუთარი თავით და არა პარტნიორით.
ემპათიის ნაკლებობა: რადგან ნარცისებს უჭირთ სხვების აღქმა როგორც ცალკე არსებული პიროვნებების, მათ არ შეუძლიათ ნამდვილი ემპათიის განცდა. ისინი ვერ ხედავენ სიტუაციას სხვისი პერსპექტივიდან. ბუნებრივია მათ კარგად აქვთ განვითარებული ცივი (ანალიტიკური / კოგნიტური) ემპათია, რისი დახმარებითაც, იოლად შეუძლიათ ემპათიური ადამიანის ნიღბით “თამაში” მათ გარემოცვაში.
ობიექტიფიკაცია: ნარცისები ხშირად ეპყრობიან სხვებს როგორც ობიექტებს ან ინსტრუმენტებს (ჯარისკაცებს კომპიუტერული თამაშებიდან) საკუთარი მიზნების მისაღწევად, ნაცვლად იმისა, რომ დაინახონ მათი ინდივიდუალური ღირებულება და საჭიროებები.
პროექცია და ინტროექცია: ნარცისები ხშირად პროეცირებენ საკუთარ თვისებებს სხვებზე ან ინტროეცირებენ სხვების თვისებებს, რადგან მათ უჭირთ საზღვრების აღქმა საკუთარ თავსა და სხვებს შორის.
კონტროლის მანია: რადგან ნარცისები ვერ ხედავენ სხვებს როგორც დამოუკიდებელ არსებებს, ისინი ცდილობენ აკონტროლონ ყველა და ყველაფერი თავის გარშემო, თითქოს ეს მათი საკუთარი სხეულის, ფსიქიკის ან გონების კონტროლი იყოს.