ნარცისი ქმნის თქვენს ჰოლოგრამას
"ჰოლოგრამა" არის ნარცისის გონებაში არსებული თქვენი პერსონაჟი, როგორიც მას უნდა, რომ იყოთ. მისი ოცნების პროექცია, რომელიც თქვენზეა მორგებული.
ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
6/11/20241 min read
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც სარკეები მხოლოდ იმას ირეკლავს, რასაც გინდათ რომ ხედავდეთ. მიმზიდველია, არა? ასეთია ნარცისის სამყარო - მბზინავი, მაცდუნებელი და რეალობას აცდენილი.
ნარცისული პიროვნული აშლილობა (NPD) არის ფსიქიკური (პოსტტრავმული) მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება გადაჭარბებული თვითშეფასებით, ემპათიის ნაკლებობით და მუდმივი აღიარების საჭიროებით.
ურთიერთობა ნარცისთან იწყება მსხვერპლის "სქრინშოტის გადაღებით". წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტში ვიღაც გიღებთ სურათს. თქვენ ბრწყინავთ, იღიმით, სრულყოფილი ხართ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც ამ ერთ სურათს ყოველდღე იღებს და აცხადებს: "აი, ეს იქნები შენ. ყოველთვის!". აბსურდულია, არა?


ზოგი ტოვებს ამ "ატრაქციონს", ზოგი ეძებს ვინმეს, ვინც გადაარჩენს, ზოგი კი რჩება ბოლომდე, იმედით რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება. მაგრამ ნარცისის სამყაროში ცვლილება იშვიათი სტუმარია.
ყველაფრის მიზეზი კი ნარცისის ბავშვობაა, რომელსაც არასდროს უგრძვნია ნამდვილი სიყვარული. ის ზრდასრულ ასაკში ცდილობს შეავსოს ეს სიცარიელე სხვების ხარჯზე, მუდმივი ძიება იმისა, რაც არასდროს ჰქონია ბავშვობაში, რომელიც სხვა ადამიანების ტრაგედიით სრულდება.
ბოლოს, გახსოვდეთ - ნარცისის სამყარო არის ილუზია. ის შეიძლება იყოს მიმზიდველი, მაგრამ ის არ არის ნამდვილი. ნამდვილი სამყარო, თავისი ნაკლოვანებებით და სირთულეებით, ბევრად უფრო მდიდარი და ჯანსაღია.
თქვენი მოგზაურობა ნარცისის სარკეების ლაბირინთში შეიძლება იყოს რთული, მაგრამ გახსოვდეთ - თქვენ ხართ მეტი, ვიდრე ვინმეს "სქრინშოტი" ან "ჰოლოგრამა". თქვენ ხართ ცოცხალი, მრავალფეროვანი და უნიკალური. და ეს არის თქვენი ნამდვილი ძალა.
9 პუნქტი ნარცისის გამოსავლენად
რატომ სძულს ნარცისს მისი მთავარი პარტნიორი?
ნარცისის 6 მთავარი თვისება, რაც გამოარჩევს ჯანმრთელი ადამიანისგან
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე
ნარცისი ქმარი
3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
სწორედ ასე იქცევა ნარცისი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. "სქრინშოტიდან" ნარცისი ქმნის "ჰოლოგრამას" - ხატავს თქვენს იდეალიზებულ ვერსიას, რომელიც მას საკუთარ ფანტაზიაში წარმოუდგენია.
"ჰოლოგრამა" არის ნარცისის გონებაში არსებული თქვენი პერსონაჟი, როგორიც მას უნდა, რომ იყოთ. მისი ოცნების პროექცია, რომელიც თქვენზეა მორგებული. თითქოს ხართ მსახიობი და ნარცისმა დაგიწერათ როლი - როლი, რომელიც უნდა ითამაშოთ ყოველდღე.
ეს ჰოლოგრამა არის როგორც ოცნების აღსრულება, ისე კოშმარი. იგი სრულყოფილია, მაგრამ არარეალური. და ნარცისი მოელის, რომ თქვენ ამ ჰოლოგრამას დაემსგავსებით (ან ნებით, ან იძულებით).


ნარცისისთვის "ჰოლოგრამა" არის თავშესაფარი რეალობისგან. ეს არის იდეალური სამყარო, სადაც ის არის სრულყოფილი და ყველას უპირობოდ უყვარს. მაგრამ რეალური ადამიანები არ არიან ჰოლოგრამები. ისინი არიან რთული, მრავალფეროვანი და ხანდახან წინააღმდეგობრივი ქმნილებები.
ნარცისთან ურთიერთობა ჰგავს როლურ თამაშს, სადაც წესები მუდმივად იცვლება. ერთ დღეს თქვენ ხართ მეფე/დედოფალი ხოლო მეორე დღეს - არარაობა. ეს არის ემოციური ამერიკული მთები, მანიპულაცია, რომელიც მუდმივად მერყეობს ეიფორიასა და დეპრესიას შორის.
მაგრამ რატომ რჩებიან ადამიანები ასეთ ურთიერთობებში? თითქოს გაქვთ ბილეთი ყველაზე საშიშ ატრაქციონზე. თქვენ იცით, რომ ეს სარისკოა, თუმცა ადრენალინი გიზიდავთ. ასეა ნარცისთან ურთიერთობაც - საშიში, მაგრამ დამაინტრიგებელი.
ყოველ დილით იღვიძებთ და ცდილობთ მოერგოთ სურათს, რომელიც რეალურად თქვენ არ ხართ. ეს არის ცხოვრება ნარცისთან - მუდმივი მცდელობა, იყოთ ის, ვინც არ ხართ. მას არ უნდა დაინახოს ვინ ხართ სინამდვილეში და არც თქვენს ჰოლოგრამას ცვლის, რომელიც ისევ თვითონ შეადგინა.
ნარცისი იწყებს ამ "ჰოლოგრამის" შექმნას პირველივე შეხვედრიდან. ის იღებს თქვენს "სქრინშოტს" - (იგივე პირველ შთაბეჭდილებას), და იწყებს მის გაფერადებას საკუთარი ფანტაზიებით როგორც მხატვარი. ის იღებს თქვენს ნახატს და უმატებს ფერებს, ემოციებს, დეტალებს, ცვლის პროპორციებს, სანამ არ მიიღებს "შედევრს".
მაგრამ ეს "შედევრი" არ ხართ თქვენ. ეს არის იდეალიზებული ვერსია, რომელიც არსებობს მხოლოდ ნარცისის გონებაში როგორც წიგნის პერსონაჟი, რომელსაც ნარცისი წერს. თქვენ გაქვთ ის თვისებები, რომლებიც მას სურს რომ გქონდეთ, ამბობთ იმ სიტყვებს, რომლებიც მას სურს რომ თქვათ, და გრძნობთ იმას, რაც მას სურს რომ იგრძნოთ.
"ჰოლოგრამა" არის ნარცისის სიყვარულის ობიექტი. ეს არის ერთგვარი ნარცისული პიგმალიონის ეფექტი - ის ქმნის "იდეალურ" ვერსიას და შემდეგ უყვარდება საკუთარი ქმნილება.
მაგრამ რა ხდება, როცა რეალობა არ ემთხვევა ამ "ჰოლოგრამას"?