ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

3 მიზეზი, თუ რატომ არ შეიცვლება ნარცისი

ადამიანები ნარცისული პიროვნული აშლილობის სინდრომით - არ იცვლებიან

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

2/4/20241 min read

ადამიანები ნარცისული პიროვნული აშლილობის სინდრომით - არ იცვლებიან.
  1. იმისთვის რომ შეიცვალო, უნდა გინდოდეს რომ შეიცვალო. ნარცისს რად უნდა შეცვლა, თუ მისთვის ყველაფერი კარგად მიდის? ცუდად მისი გარემოცვაა თორე, თვითონ მშვენივრად გრძნობს თავს. აკონტროლებს ირგვლივ ყველაფერს.

  2. ნარცისს, ზრდასრულ ასაკთან ერთად ეკარგება ფსიქიკის “პლასტიკა”, იგივე - ძირეული ცვლილებებისადმი რეზისტენტობა. ზრდასრულ ასაკში, მას არ შესწევს ძალა ძირეულად და გრძელვადიანად შეიცვალოს (განსაკუთრებით მაშინ, როცა არ უნდა შეცვლა)

ყვავილი ნარცისი
ყვავილი ნარცისი
  1. ნარცისი საკუთარ თავს თვლის, როგორც განსაკუთრებული, რჩეული, ღვთიური, ის იდეალურია და წერტილი…
    ირგვლივ მართლა ყველა უნდა შეიცვალოს, მე კი არა?!
    ამავდროულად ძალიან საშიშია. მას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის როლის თამაში, როგორიც შენ გესიამოვნება იმ წუთში, ნებისმიერი სცენარით და ნიღბით. ასე შეიძლება თვეები და წლებიც გაგრძელდეს, თუმცა იცოდე, ძირეულად არაფერი არ შეცვლილა მასში. გავა დრო და აუცილებლად დაიწყება ყველაფერი თავიდან.