ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ღალატის მიზეზები

მეცნიერები ადასტურებენ, რომ მამაკაცების 60%-ზე მეტი ღალატობს პარტნიორს, ხოლო ქალების 85%.

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

7/23/20231 min read

წყვილი, რომელიც ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციაზე მოხვედრილა, თითქმის ნახევარს (45–51%) პარტნიორთან, სხვასთან ღალატზე აქვს პრეტენზია.

ადამიანები ძუძუმწოვრები ვართ და ძუძუმწოვრების მხოლოდ 3%-ია მონოგამური (ფრინველებისგან განსხვავებით, მათ უმრავლესობას ერთი პარტნიორი ჰყავს). გამოდის, რომ ძალიან მაღალია ალბათბა იმისა, რომ ადამიანებიც პოლიგამურები არიან (პარალელური, სექსუალური პარტნიორები ჰყავთ)

ღალატის მიზეზები
ღალატის მიზეზები

ამას ბევრი მიზეზი აქვს, ჩამოვთვალოთ:

  1. სექსუალური დაუკმაყოფილებლობა. სხვადასხვა რაოდენობრივ ლიგაში თამაშობენ, ვისაც დააკლდება, ის წავა სხვაგან საძებნელად. სტატისტიკით, ვინც ღალატის შენიღბვას ოსტატურად ახერხებს, მათ გაშორების დაბალი კოეფიციენტი აქვთ. გამოდის, ზურგსუკან ღალატი, სასარგებლოა ოჯახის შესანარჩუნებლად.

  2. საკუთარი თავის ვალიდაცია. საკუთარ თავთან მტკიცება შენი მნიშვნელობისა, რომელიც მერე თვითშეფასებას გიზრდის. ცნობილი “ესკორტები” ამბობენ, რომ როცა მათ გავლენიანი ადამიანები ქირაობენ, სექსს არც კი ითხოვენ. მათთვის მთავარი ისაა, როგორ გამოიყურებიან მეგობრებთან, ნათესავებთან…

  3. Groundhog Day -ში რომ არის, ყოველდღე ერთიდაიაგვე დროს და ადგილას რომ ეღვიძება, როგორიც არ უნდა იყოს დღე. ადამიანი გადაჭრილ პრობლემებზე კარგავს ინტერესს. რაც უფრო რაციონალურად იქცევა პარტნიორი და რაც უფრო პროგნოზირებადია, მით ნაკლებია ინტერესი მის მიმართ. ფსიქოთერაპევტები მათ კლიენტებს, მოუწოდებენ ირაციონალურები იყვნენ პარტნიორთან, თვეში ერთხელ მაინც. ამ მანიპულაციით, ინტერესის დონეს ინარჩუნებენ და შედარებით საინტერესოები ხდებიან.

  • ვაიდა პარტნიორმა მიგატოვა, გაინტერესებს რამდენად მოთხოვნადი ხარ ბაზარზე? შემოწმება, გადამოწმება…


ნარცისული პიროვნული აშლილობის შემთხვევაში, სულ სხვანაირად არის. ნარცისი აუტოეროტიულია (ასექსუალურია, სხვასთან სექსი არ უნდება, მხოლოდ საკუთარ თავზე იღზნება). მიუხედავად იმისა, რომ მას სხვასთან სექსი ხელოვნების დონეზე აქვს აყვანილი, მისთვის ეს მანიპულაციაა, მთავარი იარაღი, ნარცისული ყურადღების/რესურსის მოსაპოვებლად.

როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია?
რატომ სძულს ნარცისს მისი მთავარი პარტნიორი?
ნარცისი და ღალატი სინონიმებია


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ღალატს მრავალმხრივად შეიძ₾ება შეხედო მაგრამ, დღეს ვნახოთ, ბოუენის კონცეფცია რას გვეუბნება. ის თვლიდა, რომ როცა წყვილს შორის რამის დანაკლისია ან დაძაბულობაა, ისინი ყოველთვის ეძებენ მესამეს (ვინმეს, რამეს) იმისთვის, რომ დააკომპენსირონ ის წნევა, რომელიც იმ წუთში მათზე ვრცელდება.

ეს შეიძ₾ება იყოს ალკოჰოლი, ნარკოტიკი, სექსი, ძაღლი, ბავშვი, ჰობი… ერთი სიტყვით, რაიმე გზით სიცარიელის კომპენსირებას ცდილობს.

ადამიანის ორგანიზმში, გენეტიკურად, ჰორმონების რეცეფტორებზე დაკვირვებით, მეცნიერები ადასტურებენ, რომ მამაკაცების 60%-ზე მეტი ღალატობს პარტნიორს, ხოლო ქალების 85%.

როგორც მაგარ კოქტეილში, ჰორმონების წანაზარდებს დააკვირდნენ: ვაზოპრესინის ჰორმონს (ნეირომედიატორი, რომელიც პასუხისმგებელია მიჯაჭვურობაზე, ემპათაზე), დოფამინს (ბედნიერების, მოტივაციის, სიამოვნების ჰორმონია)).

სტატისტიკა რომ დაამუშავეს, ყველა ღალატისადმი მიდრეკილ ადამიანს (ძალიან მაღალი ალბათბით), ჰორმონების ერთიდაიგივე მიქსი აქვთ. ანუ, ეგრე არიან მოწყობილები გენეტიკურად.