ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისი და ღალატი

ნარცისი და ღალატი თითქმის სინონიმებია, გეტყვით რატომ…

ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘ

5/7/20241 min read

ნარცისი, თავისი ბუნებით მიისწრაფვის, მიიღოს გარესამყაროდან ნარცისული ყურადღება. ის ასე იკვებება.

ის ყოველთვის ცდილობს ყურადღების ცენტრში მოექცეს, რათა დაკვირვება კარგად აწარმოოს, ამოარჩიოს მსხვერპლი (ან მსხვერპლები) და დააიდენტიფიციროს, რისი მიღების პერსპექტივაა ამ მსხვერპლისგან (ფულის, საჩუქრის, სექსის, უსაფრთხოების, გართობის, გავლენის, მანქანის შეკეთების, დაწინაურების).

თან გაიხსენეთ, რომ ნარცისს ბავშვობიდან უწევდა ადამიანებით მანიპულირება და მოზრდილ ასაკში, უკვე კარგად იციან ადამიანებზე გავლენის მოხდენა. მათი შარმი და ადამიანებთან კარგი ურთიერთობის უნარი, ყოველთვის ქმნის იმის პლაცდარმს, რომ მასზე კონტროლი მოიპოვოს და დაიწყოს ნარცისული ყურადღების რესურსის მიღება, რის გარეშეც ნარცისს არ შეუძლია, თავს ცოცხლად ვერ აღიქვამს.

ტექნიკური და ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარება რომ შეუძლიათ, ალბათ მეთანხმებით. რჩება ადამიანური საკითხი, მორალი…

ნარცისი და ღალატი
ნარცისი და ღალატი

ე.ი. რა გამოდის, რომ იოლად შეუძლია მსხვერპლის გამოვლენა მასთან საკომუნიკაციო ხერხების გამოძებნა, კონტაქტის შემდეგ მისით მანიპულირება, ლოჯისტიკის მოგვარება, თუ მისი ბოლომდე ჯიბეში ჩასმა აქვს გადაწყვეტილი და სექსია საჭირო - სექსიც (დაუფიქრებლად ).

სექსი, უფრო დიდი ღალატის შემადგენელი ნაწილია, ეს დიდი ღალატი არის თქვენი, როგორც ადამიანის ღალატი. ის არასდროს იყო თქვენიანი და ვერც იქნებოდა, უბრალოდ ამას გულწრფელად ვერ გეტყოდათ, ვინაიდან იცის, რომ არავის არ უნდა ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც სინამდვილეში მორალი არ გააჩნია და ადამიანებს, როგორც მის რესურსს ისე უყურებს.

ღალატის მიზეზები
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
9 პუნქტი ნარცისის გამოსავლენად

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

სამწუხაროდ ნარცისს მორალი არ გააჩნია. მორალი, ჩვენი მსოფლმხედველობების კრებულია, შეხედულებები ადამიანებზე, სამყაროზე, რელიგიაზე, ურთიერთობებზე, სიკეთეზე და ბოროტებაზე, პატრიოტიზმზე…

ამ პუნქტებზე დაყრდნობით, შენი გონება ცხოვრებაში, ხან ავტომატურ და ხანაც, ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.

ჰოდა, საუბედუროდ, ეს ნარცისს არ გააჩნია. ბავშვობის ტრავმების შემდეგ, მან საკუთარი თავი დაკარგა შიგნიდან და არ იცის, ვინ არის.

ვინაიდან მთელი ბავშვობა სხვისთვის ცხოვრება უწევდა და ნიღბებს ხმარობდა იმისთვის, რომ სოციუმიდან არ გაერიყათ, საკუთარი თავის შეგრძნება ბავშვობაშივე დაკარგა, რომელიც მათ შორის მორალზეა პასუხისმგებელი.