ნარცისის 6 მთავარი თვისება, რაც გამოარჩევს ჯანმრთელი ადამიანისგან
მანიპულირება, კონტროლი, ემპათიის ნაკლებობა...
ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ
5/3/20241 min read
ნარცისის 6 მთავარი თვისება, რაც გამოარჩევს მას ჯანმრთელი ადამიანებისგან
მანიპულირება, ყველგან და ყველაფერში. ისინი ეცდებიან გაგრძნობინონ თავი ცუდად, შემდეგ კარგად, შემდეგ ისევ ცუდად და ამ ემოციების პულტი თითქოს მათ ხელშია. ისინი გამოიყენებენ შენს სისუსტეს (რომელიც შენვე მოუყევი) შენივე ემოციების სამართავად. ისინი გაფიქრებინებენ, რომ გული შესტკივათ შენზე, როცა ამერიკულ მთებს მოგიწყოენ ემოციებისგან, თუმცა ეს ნიღაბია და დაჯერება არ ღირს.


მსხვერპლს თამაშობს. ის იმდენად სწრაფად შემოგიტრიალებს ლაპარაკს და გაგრძნობინებს თავს დამნაშავედ (თვითონ კი მსხვერპლად) რომ ვერ მოასწრებ მათ დადანაშაულებას. ფორმულა უმარტივესია და ყველა სიტუაციას ერგება - “მე ვარ მსხვერპლი და ყველაფერი შენი ბრალია” ან “შენ მაიძულე ასე გამეკეთებინა”. ამას იმდენად ტექნიკურად და გამართულად აკეთებენ, რომ ძნელია თავი დამნაშავედ არ იგრძნო.
არავითარი სტაბილურობა. ნარცისი ძალიან იოლად იწყენს მის ახალ სათამაშოს. ეს შეიძლება იყოს მისი სამსახური, ურთიერთობა, ადგილსამყოფელი… ყველაფერი და ყველა ერთჯერადია, თუ ის ნარცისს არ ემსახურება.
ემპათიის ნაკლებობა, სხვისი ემოციების შეგრძნება საერთოდ არ შეუძლია, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილებით იცის, რომ ვინც ტირის, ის უბედურია, ვინც იცინის, ის ბედნიერი. ადამიანის ემოციების გამოხატულებები აქვს დამახსოვრებული, რომელი რას ნიშნავს, რადგან მისი შეგრძნება და თანაგრძნობა არ შეუძლია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად უძნელესი გამოსააშკარავებელი, იმდენად კარგად ინიღბება. თუ თავს ბედნიერად გრძნობ, ის ცხოვრებისეული გამოცდილებით მიხვდება, რომ რადგან იღიმი, თვალის გუგები გაგიფართოვდა, შენი სხეული ბედნიერებას ასხივებს, ე.ი. უნდა გითანაგრძნოს და ისიც ეცდება ბედნიერება გამოასხივოს თქვენს მხარდასაჭერად, თუმცა ეს ბუნებრივად არ ხდება, ხელოვნურია. ეს იქნება მორიგი მანიპულაცია, რომ არ დაიწვას და გამოამჟღავნოს ემპათია. იგივეა ტრაგედიაზეც, მას არ შეუძლია ჭირისუფლის მდგომარეობაში შესვლა, საერთოდ არ ანაღვლებს ვინმეს გარდაცვალების ფაქტი, თუმცა თამაში “ვითომ ისიც გლოვობს” ფანტასტიურად შეუძლია, რათა არ გაიშიროს.
3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე
როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია?
ნარცისი ასექსუალურია
რატომ სძულს ნარცისს, მისი მთავარი პარტნიორი
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ტოტალური კონტროლი - ის ყოველთვის უნდა იჯდეს საჭესთან, ეს იქნება ოჯახური ვახშამი თუ სექსი პარტნიორთან. მან უნდა აკონტროლოს ყველა მისი მსხვერპლი და დარწმუნებული იყოს, რომ ისინი მისი ერთგულები დარჩებიან და არსად არ წავლენ.
არანაირი პასუხისმგებლობა. ნარცისმა შეიძლება ბოდიში მოიხადოს, თუ გრძნობს, რომ შენზე კონტროლს კარგავს, მაგრამ “ბოდიშში” სინანული საერთოდ არ იგრძნობა. ის რეალურად არ ფიქრობს, რომ მისი ბრალია. თუ ბოდიშს გიხდის, ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ მან დაიბრუნოს უსაფრთხოების გრძნობა, რომ მას ჯერ კიდევ ჰყავხარ.