ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისს უყვარს კონტროლი

მსხვერპლის კონტროლი, ნარცისს უქმნის ილუზიას, რომ არ მიატოვებენ და აღარასდროს იქნება მსხვერპლი, როგორც ადრე.

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐ

1/20/20241 min read

ნარცისის პერსპექტივიდან რომ გამოვყვეთ - ნარცისს უნდა, რომ არასდროს არ მიატოვო. მიტოვება მასზე, როგორც ადამიანზე უარის თქმა, მასში ბავშვობისდროინდელ ტრამვებს აღვიძებს და ძალიან რთულად გადააქვს.

ეს მისთვის სიკვდილის ტოლფასია. ამის პრევენციისთვის, პირველივე დღიდან იმუშავა ნარცისმა. უამრავ ბინძურ და უზნეო ქმედებების კადრება შეუძლია, რომ წასასვლელიც დიდად არსად გქონდეს. ურჩევნია იყო სუსტი, მარტოხელა, ემოციებისგან დაცლილი. თუ გაგაგიჟა და, მისიას შესრულებულად ჩათვლის. მისთვის მთავარია, საჭირო და ხარისხიანი ნარცისული ყურადღება/რესურსი ლანგარზე მიართვა, დანარჩენი ფეხებზე ჰკიდია. მას არ გააჩნია ემპათიის უნარი და შვილებსაც კი, როგორც მის რესურსს, ისე აღიქვამს. კომპიუტერულ თამაშებში რომ ჯარისკაცები გყავს, ზუსტად ისე უყურებს ადამიანებს. ის შეუდარებელია და ყველა უნდა ემსახუროს გენერალს. ზოგზოგიერთი მადლობელი უნდა იყოს, რომ თავს უყადრებს მათ.

ნარცისს უყვარს კონტროლი
ნარცისს უყვარს კონტროლი

ნარცისი პირველი დღიდანვე ზრუნავს იმაზე, რომ არ/ვერ გაიქცე ვერსად, არავინ მოგისმინოს და თუ მოგისმენენ, ალმაცერად შემოგხედონ. მისი მიზანი, შენი რეპუტაციის შელახვა და გულშემატკივრების გარეშე დატოვებაა, რომ სხვა ალტერნატივა არ გქონდეს.

ათასგვარი მანიპულაციით, იმხელა ემოციური ზიანის მიყენებაა შესაძლებელი ადამიანზე , რომ ფსიქიკური პრობლემებიც კი გაუჩნდება. არაერთ ნარცისს ჰყავს თვითმკვლელობამდე მიყვანილი მისი მეუღლე თუ შვილი. წარსულის გაყალბებით, ტყუილით, ღალატით, დამცირებით და მის ტვინში ისეთ ღილაკებზე დაჭერით, რომელიც მსხვერპლს სტკივა, თვითშეფასების განადგურებაც კია შესალებელი (თუ მსხვერპლი ენდობა ნარცისს).

ნარცისს უყვარს, როცა შენს ცხოვრებას აკონტროლებს, რადგან ემოციურად, მის ხელში ხარ და ვერსად გაეპარები. მას უნდა აკონტროლოს შენი ფინანსები, მეგობრები, ტელეფონი, სამსახური…

მან ზეპირად იცის შენი ჩვევები და ლოგიკა, რომლითაც შენ მოქმედებ. ის დაკვირვებულია და წინასწარ იცნობს შენს განზრახვებს. მან უკვე გაიჩინა მოკავშირეები შენს წრეში და მინიმუმ ერთი გადაბირებული მფრინავი მაიმუნი, შენს ყველა ბაბლში ჰყავს. შენზე ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში იღებს და ახალი მოკავშირეს გადმობირებისთვის, სექსის ჩათვლით ყველაფერს იკადრებს (როგორც ძველად KGB შვებოდა: გასვრის ტალახში და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს). ეს იმისთვის, რომ გაგაკონტროლოს, რომ ვერსად გაიქცე.

ამაზე პირველი დღიდან ზრუნავს და თითქოს ვერსად ვერ გაექცევი. იმიტომ მეგობრობს შენს გარემოცვასთან და იმიტომ ჰქგონიათ შენს მშობლებს შეუდარებელი, ჭკვიანი, კეთილი და პატიოსანი.

რომ შევაჯამოთ, მსხვერპლის კონტროლი, ნარცისს უქმნის ილუზიას, რომ არ მიატოვებენ და აღარასდროს იქნება მსხვერპლი, როგორც ადრე.

ნარცისის 6 მთავარი თვისება, რაც გამოარჩევს ჯანმრთელი ადამიანისგან
3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე
ნარცისი ასექსუალურია
ნარცისი და ობიექტის მუდმივობა

3 გამოცდა, რომელსაც ვერ ჩააბარებს ნარცისი

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანს, მისთვის სასიცოცხლო ემოციების გენერირება, დამოუკიდებლად არ შეუძლია. მას სხვისი დახმარება სჭირედება, რომ თავი ცოცხლად იგრძნოს. მას მუდმივად ადამიანები სჭირდება ირგვლივ, რომლის დაგენერირებული ემოციებითაც (ხშირად მანიპულაციით, თუ ემოციურად ძუნწია) გამოიკვებება და იგრძნობს საკუთარ მნიშვნელობას. ამას ნარცისულ ყურადღებას/რესურსს ეძახიან დარგის სპეციალისტები და იგივეა რაც - გარევალიდაცია.

თუ სხვა ადამიანი სჭირდება, მსხვერპლი გულდასმით უნდა შეარჩიოს და მასში ენერგია, დრო და რესურსი უნდა ჩადოს. ამხელა ინვესტიციაა საჭირო და ხვალ რო დაადოს თავი და გაექცეს, სად მიდის მერე? რომ გაიგოს მართლა როგორია ნარცისი, ხომ თავქუდმოგლეჯილი მოკურცხლავს? რომ ჩამოსძვრეს ნიღაბი და გამოაშკარავდეს მისი ზრახვები, ხომ მიატოვებენ?