ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისი და ობიექტის მუდმივობა

ნარცისებს ადამიანთან ემოციური ბმის უნარი არ აქვთ. მისთვის ყველა ადამიანი რესურსია, რომელიც რამეში უნდა გამოიყენოს.

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

3/15/20241 min read

ალბათ, პატარა ბავშვისთვის თქვენც დაგიმალავთ სათამაშო და იმასაც შეამჩნევდით, რომ ის მაშინვე სხვა სათამაშოზე გადაერთვება, რომელიც თვალთახედვის არეალშია. ანუ, ჯერ ვერ ხვდებიან, რომ ნივთი მაშინაც არსებობს, როდესაც ის მხედველობის მიღმაა.

ობიექტის მუდმივობის განცდა გულისხმობს იმას, რომ ნივთები და ადამიანები არსებობენ მაშინაც კი, როცა ვერ ვხედავთ, ვერ შევიგრძნობთ. დედა მაშინაც არსებობს, როდესაც ის ოთახიდან გადის, უბრალოდ სხვა ოთახშია. (ობიექტის მუდმივობას ზოგი “მონტესორის ყუთს”-საც ეძახის).

ობიექტის მუდმივობა
ობიექტის მუდმივობა

ზუსტად ამიტომ, ნარცისს შეუძლია იყოს დაუნდობელი თუნდაც მისი ოჯახის წევრების მიმართ.

ნარცისის 6 მთავარი თვისება, რაც გამოარჩევს ჯანმრთელი ადამიანისგან
ნარცისის 4 სახეობა
ნარცისი ასექსუალურია

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს, ობიექტის მუდმივობის აღქმა დარღვეული აქვთ. ეს ნიშნავს, ბავშვობისდროინდელი ტრავმების გამო, ადამიანთან ემოციური ბმის უნარი არ აქვთ. მისთვის ყველა ადამიანი რესურსია, რომელიც რამეში უნდა გამოიყენოს (ეს იქნება ოჯახის წევრი თუ უცხოპლანეტელი). ამას ისიც ემატება, რომ არ შეუძ₾იათ ემპათია.

გამოდის, რომ თუ ნარცისთან კონფლიქტი მოგივიდა, მას არ აქვს პრობლემა გადაიქცეს დაუნდობელ, ცივსისხლიან ბოროტების მანქანად და შენზე მისი ნარცისული ღვარძლი გადმოაფრქვიოს. როცა ნარცისი გაბრაზებულია, მას არ შეუძლია დაინახოს, რომ ეს ის ადამიანია, ვინც უყვარს, ის მომენტალურად მის მტრად გადაიქცევა და მზად იქნება ყველაზე სასტიკად გაუსწორდეს, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა (ემოციური თუ ფიზიკური ანგარიშსწორება).