ნარცისი და კონფლიქტი
თუ შენ ემოციურად ნაცემივით ხარ ნარცისთან ჩხუბის მერე, ეს მათთვის ნაწილობრივ გართობა იყო.
ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲗᲐᲜ
9/4/20231 min read
ალბათ ფიქრობთ, რა საჭიროა ყველაფერზე ჩხუბი, ნუთუ წყნარად ლაპარაკით პრობლემის მოგვარება ყველასთვის უკეთესი გამოსავალი არ არის?
პასუხი არის - არა!
ჩხუბი და ქაოსი, ემოციურად დამღლელი სულაც არ არის ნარცისისთვის. მეტიც, ასე გარკვეულწილად ნარცისულ საკვებსაც კი იღებს. მას არ აქვს შინაგანი ღირებულებები როგორც ინდივიდს, ზუსტად ამის გამო, ის იძულებულია იყოს “სოციალური ქამელეონი” და დააკოპიროს სხვების ქცევები, ემოციები და მოსაზრებები სამყაროს და მისი პიროვნების შესახებ. ეს იწვევს საშინელ მოწყენილობას და დღიდან დღემდე ამ მოწყენილობის ატანა, არც თუ ისე ადვილია. ქაოსი, ჩხუბი და დავიდარაბა კი მათთვის, საუკეთესო თუ არა, კარგი გასართობია.


ამიტომაც, ხშირად დრამა და ქაოსი მისიშემოტანილია იქ, სადაც საერთოდაც არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ შენი რეაქცია ნახოს და შეამოწმოს, ხომ ექვემდებარება კონტროლს?!
ყოველ ჯერზე, როცა შენს გაქვს რეაქცია მის ჩხუბზე, ქაოსზე, ეს მას სიამოვნებას გვრის.
ჯანმრთელი ადამიანისთვის პარადოქსია ამის გაგება თუმცა…
ნარცისთან ყველაფერი ყალბია!
3 მიზეზი, თუ რატომ არ შეიცვლება ნარცისი
რატომ ვაბრუნებთ ნარცისს ჩვენს ცხოვრებაში?!
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
თუ შენ ემოციურად ნაცემივით ხარ ნარცისთან ჩხუბის მერე, ეს მათთვის ნაწილობრივ გართობა იყო.
არ დაგავიწყდეთ, რომ ნარცისისთვის სულ ერთია შენ რას გრძნობ.
ის მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან იყურება და ფიქრობს მისთვის როგორ ჯობია, მას არ შეუძლია სხვის მდგომარეობაში შესვლა.
ნარცისი, როცა გიყურებს რომ ჩხუბის გამო იტანჯები, ტირი, ნერვიულობ და განიცდი, ამას აღიქვამს როგორც მის გამარჯვებას, ძალაუფლების დასტურს და კონტროლს შენს ემოციებზე.