ნარცისთან ცხოვრება და საკუთარი თავის თვითშეფასება
რაც უფრო მეტ დროს ატარებ ნარცისან, მით უფრო ვარდება შენი თვითშეფასება!
ᲗᲕᲘᲗᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ
9/5/20231 min read
ნარცისული პიროვნების აშლილობას ვინც კლინიკური თვალით უყურებს, უკვე დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ: რაც უფრო მეტ დროს ატარებ ნარცისან, მით უფრო ვარდება შენი თვითშეფასება!
უკვე გითხარი, რომ ნარცისები დამოკიდებულები არიან მათ სოციალურ სტატუსზე და იმიჯზე. მათთვის უმნიშვნელოვანესია, თუ რას ფიქრობს მასზე მისი ნათესავები, გარემოცვა, მეგობრები, თანამშრომლები...
მათი თვითშეფასება დამოკიდებულია ხალხზე და არა მის შინაგან მე-ზე, რომელიც უკვე გითხარით, რომ ნარცისული პიროვნების აშლილობით დაავადებულ ადამიანებს - არ გააჩნიათ.


ზუსტად ასე უყურებს ის საზოგადოებასაც. როგორც იერარქიებს შორის მცურავ ადამიანებს. რა თანამდებობაზეა?! რამდენ ფულს გამოიმუშავებს?! რამდენად ლამაზია?! რამდენი ფოლოუერი ჰყავს სოციალურ ქსელში?!
მას ჰგონია, რომ მის გვერდით მდგომი ადამიანის თვითშეფასების დაქვეითებით, მისი თვითშეფასება გაიზრდება და ამით საზრდოობს, რადგან მისი საკუთარი შინაგანი ღირებულებები, საიდანაც საკუთარი თავის შეფასება შეგიძლია ადამიანს - არ აქვს.
ჰოდა, საყვარელი ადამიანისთვის, ხელოვნურად თვითშეფასების დაგდებას, რამდენი ტკივილი მოჰყვება თქვენც ხომ იცით?!
9 პუნქტი ნარცისის გამოსავლენად
ნარცისი და სოციუმის ვალიდაცია
რატომ არის ნარცისი ასეთი ბრაზიანი?!
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ისიც გითხარი, რომ ის შენ გიყურებს, როგორც მისი საკუთრება. მისთვის მნიშვნელოვანია რა გაცვია, როგორ გამოიყურები, რას ლაპარაკობ, რას წერ სოც. მედიაში… შესაბამისად, ხალხში შენ, მას წარმოადგენ. შენ ხარ იმისთვის, რომ ის უეთესი გამოჩნდეს მის ბაბლში, რადგან მის იმიჯზე გაქვს გავლენა. ზუსტად ამიტომ აიძულებენ შვილებს ისეთი აქტივობებისკენ, რომელიც შვილებს სულაც არ მოსწონთ, თუმცა ნარსისს, უკედ წარმოაჩენს საზოგადოებაში.