9 პუნქტი ნარცისის გამოსავლენად
DSM 5 - ის მიხედვით - (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders)
ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ
3/31/20241 min read
DSM 5 - ის მიხედვით - (Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders)
ნარცისული პიროვნული აშლილობის სადიაგნოსტიკო ნიშანთვისებები


სასიცოცხლოდ სჭირდება ნარცისული ყურადღება - მისით აღტაცება, აღიარება, შექება, ქათინაური, ასევე მადლობები და იმის ხაზგასმა, რომ ის განსაკუთრებულია, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაშინაც კი, როცა მას არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია, მოითხოვს იყოს ვარსკვლავი, აღნიშვნას და ხაზგასმას იმისა, რომ გრანდიოზულად მოამზადა სადილი, ან ულამაზესად გაიტანა და გადაყარა ნაგავი.
განსაკუთრებული უფლებები ყველაზე და ყველაფერზე - ადამიანი ნარცისები, რატომღაც საკუთარ თავს თვლიან ყველაფრის და ყველას “პატრონად”, ყველას უფროსად და ამავდროულად მსხვერპლად, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს.
მათ რატომღაც მიანიჭეს უფლება საკუთარ თავს იმაზე, რომ შეუძლიათ სხვა ადამიანის ბედის განსაზღვრა, მათ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება და მათი სიცოცხლის განკარგვაც კი. ეს ნარცისიზმით დაავადებულებისთვის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. ანუ ნარცისები აპრიორში, თავიდანვე ერთი საფეხურით მაღლა აყენებენ თავს, ვიდრე პარტნიორი, დედა, მამა, და, ძმა, შვილი, მეგობარი და საერთოდ ყველა გარშემომყოფი.იყენებს სხვებს, მისი მიზნების მისაღწევად - ნარცისი, რადგან მას არ აქვს ემპათიის შეგრძნება, ადამიანებს უყურებს როგორც რესურსი, თუ რაში შეიძლება გამოადგეს მას ცხოვრების განმავლობაში (როგორც ჯარისკაცები კომპიუტერულ თამაშში) ესა თუ ის ადამიანი. ყველა რესურსი სხვადასხვა კალათში ვარდება. ზოგი უზრუნველყოფს ფულით, ზოგი სექსით, ზოგი ტრანსპორტით, ზოგი გავლენით, ზოგი რემონტით, და ა.შ.
არ აქვს ემპათია - ემპათია არის უნარი, აღიქვა და გაიზიარო სხვა ადამიანის გრძნობები და ემოციები. ანუ ნარცისს არ შეუძლია ადამიანს უთანაგრძნოს არც ლხინში და არც ჭირში. ემპათიაზე პასუხისმგებელია ტვინის წინა ნაწილი და სხვის მდგომარეობაში შესვლის დროს, ჯანმრთელ ადამიანს ფიზიოლოგიაც კი ეცვლება, რაც ჩანს მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზე. ნარცისს რათქმაუნდა - არა, არაფერიც არ ეცვლება და არც არაფერი გამოჩნდება ბუნებრივია.
შურს! - ნარცისს არაადეკვატურად შურს მისი გარშემომყოფების და სჯერა, რომ გარშემომყოფებსაც ძალიან შურთ მისი. შური, ეს ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა ნარცისული პიროვნული აშლილობის დროს. ნარცისი თვლის, რომ მისი გამოგონილი გრანდიოზულობის და განსაკუთრებულობის, ყველას შურს მის ირგვლივ. რეალურად მათ ყველასი შურთ. შური ჯანმრთელ ადამიანსაც სჩვევია, თუმცა ნარცისს შური სხვა დესტრუქციულ მასშტაბებში აქვს აყვანილი.
ქედმაღლობა - კი, ეს პირველი პუნქტიდან მოდის. ის ხომ გვირგვინიანი მეფეა და ყველა დანარჩენი, მისი მომსახურე პერსონალი. დააკვირდით, ნარცისის ზემოდან ყურება ყველაზე თვალსაჩინოა, როცა ის მარტოა და ეკონტაქტება მიმტანს, მაღაზიის გამყიდველს, ბენზ. გასამართი სადგურის ოპერატორს, მოკლედ ყველას, ვინც მისი საზომებით, მის დაბლა მდგომ სოციალურ სტატუსში გადის. არ გეგონოთ რომ თავს გაიმჟღავნებს, თუ მარტო არ არის, რათქმაუნდა ამას ვერ შეამჩნევთ, რომ არ დაიწვას.
თუ ამ პუნქტებიდან 5 ან მეტი პუნქტი აქვს ადამიანს, ნარცისული პიროვნული აშლილობა უდასტურდება.
ბევრ ჯანმრთელ ადამიანს აქვს მიდრეკილება ნარცისიზმისკენ, თუმცა აქ მასშტაბებზეა ხაზგასმა, ყველა პიროვნულ აშლილობას ახასიათებს ხარისხები:
მცირედით გამოხატული - რაც რათქმაუნდა საშიშია და ჩვეულებრივი უკონტროლო აშლილობაა.
საბაზისო - რაც ნარცისების უმრავლესობას ახასიათებს
მძიმე - დამძიმებული ფორმა, რომელიც ფსიქოპატიაში და სოციოპატიაშიც კი გადადის.
როგორები არიან ნარცისები II
ნარცისის გამოვლენა ძნელია! ძალიან ძნელია!
ნარცისის 6 მთავარი თვისება, რაც გამოარჩევს ჯანმრთელი ადამიანისგან
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
გრანდიოზულობის შეგრძნება - იგივე გრანდიოზული “ეგო” როდესაც ადამიანს საკუთარი თავის კულტი აქვს, გადამეტებული თვითშეფასება (უფრო სწორად, პიროვნული თვითშეფასების სისტემის დარღვევა/არქონა) ზრდის საკუთარი თავის მნიშვნელობას. ანუ, საკუთარი თავის იდეალიზაციის და გარშემომყოფების გაუფასურების მიქსია.
თვითგამოცხადებული მეფე, რომელიც გამეფდა მისივე გამოგონილ სამეფოში, რომელსაც აქვს მისივე გამოგონილი გვირგვინი და უნდა, რომ ყველა დაექვემდებაროს და გააკეთონ ისე, როგორც მას უნდა. თუმცა, ამისთვის ხალხია საჭირო, რომელიც აღიარებს მის გრანდიოზულობას, გვირგვინს, უნიკალურობას და სილამაზეს, მეფედ გამოაცხადებს და ნარცისული ყურადღებით გამოკვებავს მის “ეგო”-ს. გარშემომყოფების აღიარება მას იმისთვის სჭირდება, რომ თვითონ არ შეუძლია, არ აქვს შინაგანი “მე” რომელიც პასუხისმგებელია თვითშეფასებაზე, ნარცისის თვითშეფასება გარესამყაროსგან არის დამოკიდებული. მისი მნიშვნელობა სადმე დასაბუთებულად უნდა ჩანდეს (როგორც ლეგენდაში, ბავშვი ტბაში ჩახედვისას, მის სილუეტს უნდა ხედავდეს, რათა დარწმუნდეს, რომ ცოცხალია), ასევე ნარცისიც იძულებულია მისი სილუეტი სხვადასხვა ადამიანებში გამოისახოს, რათა მუდმივად იგრძნოს, რომ ცოცხალია, განსაკუთრებულია, გრანდიოზულია... თუ მის სილუეტს შენში არ ანახებ, აი, აქ იბადება ძალადობის იდეა, დასჯის სურვილი და ა.შ.
როგორც წესი, მას გარს აკრავს საპირისპირო სქესის ადამიანები. მისი შარმით და მანიპულირებით, იოლად გამონახავს საერთო ენას და იღებს ნარცისულ ვალიდაციას, რომ ის მართლა არსებობს და უნიკალურია.
ფანტაზიები და ოცნება საკუთარ გავლენაზე, ძალაუფლებაზე, სილამაზეზე ან/და იდეალურ სიყვარულზე.
ნარცისები არსებობენ, მათ გამოგონილ ვირტუალურ სამყაროში, სადაც ისინი არიან უნიჭიერესები, უნაკლოები, უწარმატებულესები, ყველაზე გავლენიანები და ყველაზე ლამაზები თუმცა, მათ ყველა სათანადოდ ვერ აფასებს. რაც უფრო ვერ აფასებენ ნარცისს (ანუ, რაც უფრო დიდია მანძილი რეალობასა და გამოგონილ სამყაროს შორის), მით უფრო გაბრაზებულია გარშემომყოფებზე და მათ სამაგიეროსაც კი უხდის მისი არდაფასებისთვის.
მისი განსაკუთრებულობა - სჯერა, რომ მას მხოლოდ მისნაირი “განსაკუთრებული” ადამიანი შეიგრძნობს და ყველას ხვედრი ვერ არის მისი სრულყოფილი გაგება. ნარცისი ყოველთვის ცდილობს შეძვრეს მაღალ სოციალურ წრეში ის მას იმსახურებს თუ არა.