ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორები არიან ნარცისები II

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები სამყაროს საკუთარ, მიკერძოებული პრიზმიდან ხედავენ, რადგან ბავშვობაში დაკარგეს საკუთარი "მე" და ემოციური ინტელექტი. მათ არ შესწევთ ნამდვილი ემპათია, სიყვარული და სინდისი, ხოლო ყურადღებას და ემოციურ რესურსს სხვების ტკივილზე და ღალატზე აგროვებენ. ისინი მუდმივად დაცვისა და შეტევის რეჟიმში არიან, ვერ იტანენ კრიტიკას და ადამიანებს მკვეთრად ჰყოფენ მეგობრებად ან მტრებად, რასაც სიამოვნებით იყენებენ საკუთარი გრანდიოზულობის დასამტკიცებლად.

ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ

9/29/20231 min read

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები, სამყაროს საკუთარი გადმოსახედიდან უყურებენ.

მათმა ბავშვობამ დაღი დაასვა მათ ფსიქიკას და ემოციურ ინტელექტს, ისინი შიგნიდან სიძულვილით და შურით არიან სავსენი. ემპათიის არქონის გამო, მათ არ შეუძ₾იათ უყვარდეთ, ეცოდებოდეთ, უთანაგრძნონ…

მათ არ აქვთ ღირებულებები, მორალი, სინდისი, პატიოსნება. ისინი შიგნიდან ცარიელები არიან, საკუთარი პიროვნების შეგრძნება ბავშვობაში დაკარგეს და ახლა, გარესამყაროს ვალიდაციაზე არიან დამოკიდებულები. მათ ყურადღება სჭირდებათ იმისთვის, რომ ცოცხლად იგრძნონ თავი. საყვარელი ადამიანების მოტყუება და ღალატი მათი მთავარი იარაღია. ისინი იწვევენ ახლობლების ტკივილს და ამით, ნარცისული რესურსს/ყურადღებას იღებებენ, სხვების ემოციებით იკვებებიან როგორც პარაზიტები.

ნარცისები
ნარცისები

ისინი ან კვარცხლბეკზე დაგაყენებენ, ან სიმაღლეზე აგიყვანენ და ხელს გკრავენ, რომ შენი მიწაზე დანარცხებით ისიამოვნონ. კი, ადამიანებზე ტკივილის მინიჭებით, უდიდეს სიამოვნებას იღებენ და ადამიანებს ან მეგობრებად ან მტრებად ჰყოფენ, შუალედური მათთვის არ არსებობს.

როგორები არიან ნარცისები

9 პუნქტი ნარცისის გამოსავლენად
ნარცისის ყალბი ემპათია
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?

5 მიზეზი, რატომ არ უნდა ენდო ნარცისს

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ნარცისებს უჭირთ ნამდვილი სიყვარულის მიღება, რადგან ყოველთვის ეჭვობენ ფარულ მოტივებზე, ვინაიდან ყველა მათნაირი ბოროტი ჰგონიათ.

მათ სჯერათ, რომ სხვებს სურთ ზიანი მიაყენონ ან მოატყუონ ისინი. მათ ურჩევნიათ იყვნენ სადისტები, ვიდრე ოდესმე მსხვერპლის როლში აღმოჩნდნენ.

ისინი მუდმივი დაცვის რეჟიმში არიან და ყოველთვის მზად არიან შეტევისთვის. ისინი ვერ იტანენ კრიტიკას და სამაგიეროს გიხდიან თუნდაც კონსტრუქციული შენიშვნისთვის, ან კრიტიკისთვის. ნარცისები მანიპულირებენ და იტყუებიან, ფიქრობენ, რომ პრობლემა არა თვითონ, არამედ ყველა დანარჩენია.