მართლა უნდა ნარცისს, რომ გატკინოს?
მან განგებ ამოგირჩია იმისთვის, რომ გიყუროს სიმაღლიდან როგორ ვარდები.
ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ
6/9/20231 min read
მან განგებ ამოგირჩია იმისთვის, რომ გიყუროს სიმაღლიდან როგორ ვარდები. ნარცისი ბოროტია, მას უნდა დაინახოს შენი ტანჯვა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს, არწმუნებს მის ძალაუფლებაში და განსაკუთრებულობაში.
მას უნდა დატკბეს შენი ფსიქიკის შერყევით და გიყუროს, თუ როგორ შეიტან ეჭვს შენს რეალობაში. ერთი სული აქვს თვალი ადევნოს შენი ჯანმრთელობის ჩამოშლას, სხეულის დაავადებას და ტკივილს, როგორ გაბოროტდები, როგორ შეგჭამს დარდი და ნერვიულობა. ის გაგძარცვავს და ეცდება წაგართვას ყველაფერი, რაც შენთვის ღირებულია. ოცნებობს დაწვას ყველა შენი ღირებულება, თვალებში გიყუროს და თან იცინოს.


ნარცისს უყვარს გიყუროს, როგორ იტანჯები
შენს ყველა წარმატებას, ნარცისი აღიქვამს როგორც საფრთხე!
როგორები არიან ნარცისები II
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
მის მიმართ სიკეთეს, გულისხმიერებას, სიყვარულს და პატივისცემას შენს სისუსტედ აღიქვამს და ამას ბოროტად იყენებს შენს წინააღმდეგ. მას ჰგონია, რომ ვერასდროს მიატოვებ და მის კლანჭებში დარჩები შენს საბოლოო განადგურებმდე.
ნარცისის მიზანი, შენი საბოლოო განადგურებაა.
ფრთხილად, გადაირჩინე თავი და დროულად დააღწიე თავი ტოქსიკურ ურთიერთობას!