ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

შენს ყველა წარმატებას, ნარცისი აღიქვამს როგორც საფრთხე!

narcissism is about dominance, power and control - Dr. Ramani

ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲗᲐᲜ

2/17/20241 min read

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანი, ტოქსიკური ძიძასავითაა. მისი მთავარი მიზანია არ იდგე მასზე მაღლა, ვიდრე თვითონ დგას.

არაფერს არ დაიშურებს, რომ სიმაღლეზე აგიყვანოს, გადმოგაგდოს და მომღიმარმა გიყუროს, როგორ დაენარცხები მიწაზე. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მას ემპათიის უნარი არ გააჩნია, შეფარულად თუ ღიად, დასახული მიზნების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი.

ნარცისი დედა
ნარცისი დედა
  • არ უხარია შენი წარმატება - რადგან წარმატებული ადამიანი გრძნობს მის ძალას და არ ექვემდებარება მანიპულაციებს. ორგანულად შურს და ეზიზღება ბედნიერი, ლაღი ადამიანები. მას ხომ მსგავსი განცდების შეგრძნება არ შეუძლია?!

They Are Trying To TRAP YOU! | Dr. Ramani

გამოდის, რომ ყველა შენი ქმედება, რომელიც პოტენციურად შეასუსტებს შენზე დომინაციას, ძალაუფლებას და კონტროლს - მისთვის საფრთხეა.

როგორ გტოვებს ნარცისი მარტო…
როგორები არიან ნარცისები II?
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

  • არ უნდა რომ იყო ძლიერი - რადგან შენზე დომინირება უფრო და უფრო ძნელია, როცა აცნობიერებ საკუთარ შესაძლებლობებს და არ გჭირდება გარევალიდაცია იმისთვის, რომ საკუთარი თვითშეფასება ადეკვატურად აღიქვა.

  • ეშინია შენი დამოუკიდებლობის და შენზე კონტროლის დაკარგვის. საფრთხეს ხედავს იმაში, რომ ერთ დღეს შეიძ₾ება მიატოვო. მიტოვება და მასზე უარის თქმა მისი ღამის კოშმარია. ის დაკარგავს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნარცისულ ყურადღებას/რესურსს. მასზე არაერთხელ თქვეს უარი ბავშვობაში და მსგავსი განცდის ხელახლა შეგრძნება, ბავშვობისდროინდელ ტრამვებს ახსენებს, რაც უამრავ ტკივილს აყენებს მას და ურთულესი გადასატანია.