ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

რატომ არ ესმის ნარცისს, რომ ის არის პრობლემა?

ნარცისებს ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა მომართული და ისინი როგორც ყოველთვის ისევ მსხვერპლები არიან

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

9/7/20231 min read

არ ვიცი შეატყე თუ არა, რომ ნარცისი სამყაროს, როგორც დიდ საფრთხეს ისე უყურებს, რომელიც უეჭველი მიაყენებს ზიანს და მანამ, სანამ სხვა დაასწრებს, უნდა შეძლოს და გააკონტროლოს. პრევენციული კონტრშეტევა - ასე იცავენ ისინი თავს ყველასგან წინასწარ.


ერთ წუთით წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობდეთ რეალობაში, სადაც პატარა ბავშვივით ვერ ხედავთ, რომ ყოველ თქვენს ქმედებას (კარგს, ცუდს, არ აქვს მნიშვნელობა) “რაღაც” შედეგი მოჰყვება. მაგ: თანამშრომელზე გაავრცელეთ რამე ჭორი, ის გაბრაზდა და მოგაყენათ შეურაძმყოფა. ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენი ათვლა რომ იწყებოდეს იქიდან, რომ მან მოგაყენათ შეურაძმყოფა და არა იქიდან, რომ ჯერ თქვენ გაუვრცელეთ მას ჭორი. ანუ ცხოვრობდეთ რეალობაში, სადაც ამჩნევდეთ, მხოლოდ დამდგარი შედეგის უკურეაქციას, და მანამდე რა მოხდა - იმას ვერა.

ნუ ეცდებით ლოგიკურად აუხსნათ, სინამდვილეში როგორ არის სამყარო მოწყობილი, აზრი არ აქვს, მათ არ შესწევთ ძალა ეს გაიაზრონ მათი ბავშვობისდროინდელი ტრამვის გამო, მას მერე რაც ბავშვობაში გადარჩენისთვის აუცილებელი ნიღბები მოირგეს. ნიღბები, რომლებიც მათ თვით სრულყოფილებად წარმოაჩენს, ხოლო სხვა დანარჩენს - როგორც საფრთხეს!

ნარცისის კოდექსი
ნარცისთან ყველაფერი ყალბია
ნარცისის ყალბი ემპათია

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ზუსტად ამიტომ, ნარცისებს ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა მომართული და ისინი როგორც ყოველთვის ისევ მსხვერპლები არიან. აი, ზუსტად ამიტომ მათ არ შეუძლიათ არაფერზე პასუხისმგებლობის აღება. მათ არ ესმით, რომ სოციუმში შეთანხმებული თამაშის წესები მათაც ეხებათ.

აი, სამწუხაროდ ამ გადმოსახედიდან უყურებენ სამყაროს ყოოოველ ჯერზე.

მათ გარკვეულწილად დაკარგული აქვთ რეალობის ობიექტური აღქმა.