ნარცისის ყალბი ემპათია
როგორ შეუძ₾ია ნარცისს ყველასთან კეთილის, ემპათიურის, მზრუნველის და სანდომიანის შთაბეჭდილება დატოვოს?
ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
8/30/20231 min read
როგორ შეუძლია ნარცისს ყველასთან კეთილის, ემპათიურის, მზრუნველის და სანდომიანის შთაბეჭდილება დატოვოს?
ეს სინამდვილეში მისი სუპერძალაა. მას ბავშვობიდან უწევდა ეთამაშა ემპათიური ადამიანი თანატოლებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან. ის აკვირდებოდა ადამიანებს და იცის, როგორ უნდა მოიქცეს როცა საჭიროა გაუხარდეს, ან საქმე მოითხოვს, რომ ვინმეს უთანაგრძნოს (ან შეეცოდოს). ის აკოპირებს ჯანმრთელი ადამიანის მიმიკებს და ასე გაჩვენებს თავს ემპათიურად, სინამდვილეში კი შიგნიდან ცარიელია.


რა არის ემპათია?
როგორები არიან ნარცისები?
5 მიზეზი, რატომ არ უნდა ენდო ნარცისს
ნარცისთან ყველაფერი ყალბია!
ნარცისის ყალბი ბოდიში
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები, მუდმივად ადამიანების დაკვირვების რეჟიმში არიან.
მუდმივად სწავლობენ ირგვლივ ყველას და ტვინში მათზე ანალიტიკას ინახავენ (ან ანახლებენ ძველ ჩანაწერებს, როგორც screenshot-ია პირწიგნაკში).
ვინაიდან, სხვა ადამიანების ემოცია მისთვის საწვავივითაა და ისიც იცის, რომ ცხოვრების ბოლომდე ასე მოუწევს მოქცევა იმისთვის, რომ ნარცისული ყურადღება/რესურსი დააგენერიროს, და ცოცხლად იგრძნოს თავი.
კი, ნარცისი ემპათიურობას, სხვისგან ნასწავლი ქცევებით ნიღბავს და არა ნამდვილი შეგრძნებებით, რომელიც ჯანმრთელ ადამიანს აქვს.