ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ემპათია

უნარი მიხვდე, იგრძნო და გაიზიარო სხვების ემოციები

ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ

1/28/20241 min read

ზოგს ემპათია, ემოციურობა ჰგონია. თუ ჩავთვლით, რომ ადამიანი ემოციურია, სულაც არ ნიშნავს, რომ ემპათიურიც იქნება.

უნარი მიხვდე, იგრძნო და გაიზიარო სხვების ემოციები, არის ემპათია. ბავშვი რომ შეხედავს მეორე ბავშვს, რომელიც ტირის - ესეც იწყებს ტირილს (ზოგს მისი საყვარელი სათამაშო გამოაქვს, ჰგონია, რომ ასე უშველის), ზუსტად ეს არის ბავშვის გულწრფერლი, დაუპროგრამირებელი ემპათია. ეს არის უნარი, რომელიც დაბადებიდან აქვს ადამიანს.

ემპათიური ქალი
ემპათიური ქალი

მეცნიერები ამბობენ, რომ ხშირად ემპათიის უუნარობა დაბადებიდან აქვს ადამიანსო მაგრამ, ეგ გამონაკლისია. ემპათია არის უნარი, რომლის განვითარებაშიც მშობლები ეხმარებიან ბავშვებს დაბადების პირველი დღიდან. ემოციური ინტელექტის ეს ნაწილი უმნიშვნელოვანესია მათი მომავლისთვის. რეალურად, ამაგისმიმცემზეა დამოკიდებული, თუ როგორი მომავალი ექნება ბავშვს.

ადამიანებს, რომლებსაც ემპათია არ აქვთ, ძალიან საშიშები არიან. მათ არ იციან რა არის სიყვარული, თანაგრძნობა, სხვისი ჭირის და ლხინის გაზიარება. მათ უკან ბრაზი და საყოველთაო უკმაყოფილება იმალება თუმცა ისე, რომ ნიღბების დახმარებით ამას, ვერც ვერავინ გაიგებს. მათი გამოვლენა ძალიან ძნელია. მათ სხვა ადამიანად უწევდათ თავის მოჩვენება ბავშვობაში იმიტომ, რომ მისაღებები ყოფილიყვნენ მათ წრეში და არავის მიეტოვებინა. ისინი ვერ ბედავენ იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან.

ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი - ასე აღწერენ მათ უემპათიო ადამიანებთან ერთად მცხოვრები მსხვერპლები, რომლებმაც უამრავი დამცირება და სხვადასხვა მანიპულაციები გადაიტანეს.

ნარცისს არ აქვს ემპათია. მაგიტომ არის ასეთი ცივსისხლიანი და დაუნდობელი. მაგიტომაა, რომ ადამიანებს უყურებს როგორც რესურსს, რამეში გამოიყენებს თუ ვერა.

ნარცისის ყალბი ემპათია
ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი
ნარცისის გამოვლენა ძნელია! ძალიან ძნელია!
როგორები არიან ნარცისები? II (ვრცლად)
ნარცისის ბავშვობა

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

როცა გვეცოდება, ვუთანაგრძნობთ, ბედნიერები ვართ სხვისი წარმატების გამო ან გვენატრება - ამ დროს ამიგდალა (საფეთქელთან მოთავსებული ტვინის სეგმენტი) აძლევს ბრძანებას ცენტრალურ ტვინს, რომ გამოიყოს ბედნიერების ან უბედურების ჰორმონები და ადამიანის ორგანიზმი მოამზადოს სიტუაციის შესაბამისი ქმედებისთვის.

მაგ: თუ ძველი ადამიანის ტვინს ეშინოდა, რომ სხვა ცხოველი შეჭამდა, შიშის შემდეგ, კორტიზოლს და სხვა შიშისთვის დამახასიათებელ ნივთიერებებს (იგივე ჰორმონებს) გამოსტყორცნიდა ორგანიზმში, რომ აეჩქარებინა გულისცემა, სისხლი ფეხების მიმართულებით გადაესხა, განგაში N1 ჩაერთო და მომზადებულიყო გასაქცევად. ანუ, ტვინს ჰგონია, რომ თუ ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა ერთმანეთს ემთხვევა - უფრო იოლად გადარჩება.