ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი
ასექსუალობა არის სექსუალური ორიენტაცია, რომელიც სხვების მიმართ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობას ან საერთოდ არქონას ნიშნავს.
ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
4/28/20241 min read
ნარცისის გამოვლენა ძალიან ძნელია. ის ოსტატურად მალავს მის პიროვნებას, რომ ვინმემ არ გამოავლინოს. მისი ღამის კოშმარია ხალხმა გაიგოს, თუ სინამდვილეში როგორია.
მუდმივად ნიღბები უკეთია და ზუსტად მაგიტომ, ვერ ხედავენ სხვა ადამიანები, სინამდვილეში რა ბოროტიც არის ნარცისი. ალბათ საკუთარ თავს სულ ამ კითხვას უსვამთ, რატომ ჰგონია ყველას ნარცისი თბილი, მოსიყვარულე, კეთილი, ზრდილობიანი და ემპათიური ადამიანი?
ეს იმიტომ, რომ ნარცისმა უკვე იმუშავა ამ ადამიანებზე. ზუსტად ისე მანიპულაციურად, როგორც თავიდან შენზე.


მას შეუძლია თავი მოაჩვენოს ხალხს ზუსტად ისეთ ადამიანად, რომელიც მათ უნდათ, რომ დაინახონ მასში. ამას ბავშვობაში მისი ამაგისმიმცემისთვის (უფრო დედისთვის) აკეთებდა და ზრდასრულ ასაკში, უკვე დახელოვნებურია ამ საქმეში.
სინამდვილეში კი ნამდვილი პარაზიტია, რომელიც ჩააფრინდება მსხვერპლს და მისი ემოციებით იკვებება მანამ, სანამ ბოლომდე არ ამოწურავს მის რესურსს. შემდეგ კი გადააგდებს სანაგვეზე და ახალი რესურსის ძებნას შეუდგება.
ნარცისი იმდენად ინიღბება, რომ მის პარტნიორს წლები, ხშირად კი ათწლეულებიც სჭირდება, რომ მიხვდეს სინამდვილეში ვისთან ჰქონდა საქმე.
The devil you know, is better than the devil you don’t.
როგორები არიან ნარცისები II
რაზე ზრუნავს ნარცისი ყოველდღიურად?
როგორ დაამარცხებ ნარცისს?
ნუ გამოაშკარავებ ნარცისს?!
ნარცისის გამოვლენა ძნელია! ძალიან ძნელია!
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ნარცისისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი იმიჯი. ანუ, ხალხის აზრი მის შესახებ.
გარესამყაროს თვალში იდეალურად უნდა გამოიყურებოდეს და ვერასდროს ვერავინ ვერ უნდა დაინახოს მისი რეალური სახე. ვინაიდან მას საკუთარი თავის შეგრძნება არ აქვს, მისთვის ნიღბის მორგება უმარტივესი ამოცანაა.
ყოველ ნიღაბს, მისი ფანტაზიით ძერწავს სოციალური წრიდან გამომდინარე (მაგ: ნიღაბი ოჯახისთვის, მეორე ნიღაბი მეგობრებისთვის, მესამე თანამშრომლებისთვის, პაციენტებისთვის, საყვარლებისთვის გუნდელებისთვის და ა.შ.), რას ფიქრობენ მასზე და როგორ გამოიყურება სხვის თვალში, მისთვის უმნიშვნელოვანესია, ისევ მათგან არ უნდა მიიღოს ნარცისული ყურადღება/რესურსი?