ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

რაზე ზრუნავს ნარცისი ყოველდღიურად?

ოო, ნარცისს უამრავი სანერვიულო და საზრუნავი აქვს. მას ხომ მეორე ცხოვრება აქვს შენს ზურგსუკან?!

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

1/10/20241 min read

ოო, ნარცისს უამრავი სანერვიულო და საზრუნავი აქვს. მას ხომ მეორე ცხოვრება აქვს შენს ზურგსუკან?!

  • მთავარი მსხვერპლის (ნარცისული ყურადღების/რესურსის მიმწოდებლის) კონტროლი.

  • ახალი მსხვერპლის სიყვარულით დაბომბვა (love bombing phase). ნარცისს განსაკუთრებით აღიზიანებს ჯიუტი, ურჩი და თავნება მსხვერპლი, რომელის დამორჩილებასაც დიდი ძალისხმევა სჭირდება.

  • გარეგნობა პრიორიტეტია - განსაკუთრებით სოციალურ მედიაში უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც მას თავის ფანტაზიაში წარმოუდგენია.

  • მატერიალური ნივთები და მისი საყვარელი “გასართობები”

ნარცისი ქალი
ნარცისი ქალი
  • ალიბის და მტკიცებულებების გაქრობაზე ზრუნვა - ნარცისი უამრავს სცოდავს და ბუნებრივია, ჩადენილის დასამალად ძალისხმევაა საჭირო.

  • მსხვერპლის იმიჯის შესალახად, ბინძური კამპანიის წარმოება და ტრიანგულაცია.

  • მსხვერპლის იზოლაცია მისი ოჯახისგან და მეგობრებისგან.

  • საკუთარი თავის ისე შენიღბვა, რომ ვერავინ გამოაშკარავოს, არავინ არ უნდა მიხვდეს, თუ როგორი უბედური და ცარიელია შიგნიდან.

რა უნდა იცოდე ნარცისზე?
3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე
ნარცისის პროგნოზირება იოლია

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

  • საკუთარი რეპუტაცია და იმიჯი - ვინაიდან ნარცისისთვის გარესამყაროს ვალიდაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას მუდმივად უნდა ეკეთოს საზოგადოებისთვის შესაფერისი ნიღაბი.

  • ფული და სხვა მატერიალური სარგებელი.

  • მფრინავი მაიმუნების (აგენტების) მართვა.

  • გავლენის და კონტროლის გაფართოება მის სოციალურ წრეზე.

  • ტყუილების მოგონება და დალაგება - ნარცისი მუდმივად იტყუება ყველასთან და ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ძნელია ყველაფრის დამახსოვრება, ვის რაზე რა უთხარი?!