ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისი ცხოვრობს ფანტაზიაში

მათი მთავარი კითხვაა - მართლა ისეთი ვარ, როგორიც ჩემს ფანტაზიაში დავხარტე?

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

6/7/20241 min read

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები, ნახევრად რეალობაში და ნახევრად ფანტაზიაში ცხოვრობენ.

კრიზისის პერიოდში (როცა ნარცისული რესურსის/ყურადღების დეფიციტი აქვთ) იმდენად ეზიზღებათ საკუთარი თავი და გარშემო რეალობა, რომ ურჩევნიათ ფანტაზიაში იცხოვრონ, ვიდრე რეალობისგან დაიტანჯონ. მაგიტომ არის დამახასიათებელი მათთვის ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება. რთულია იმ რეალობასთან შეგუება, რომ ცხოვრების ბოლომდე, ადამიანებს უნდა სდიო, რომ ნარცისული ყურადღება/რესურსი მიიღო და თავი ცოცხლად იგრძნო.

ნარცისის თვითშეფასება (აზრი საკუთარ თავზე) სხვებისგან აღებულ ვალიდაციაზეა დამოკიდებული და სხვების ემოციებით უნდა იკვებოს, როგორც ვამპირი.

ნარცისი შეყვარებული
ნარცისი შეყვარებული

ადამიანს აქვს უნარი, გამოძერწოს ფანტაზია, თვითონ იყოს რეჟისორიც, სცენარის ავტორიც, შეარჩიოს დეკორაცია, აირჩიოს მსახიობები (თოჯინების თეატრივით). ნარცისის ფანტაზია ხომ ყურადღების ცენტრში ყოფნაზე, ძალაუფლებაზე, უსაზღვრო რესურსებზე, გავლენაზე, სექსზე და ფულზეა. ნარცისი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და მთავარ როლში რათქმაუნდა, ყოველთვის თვითონაა. რადგან ის განსაკუთრებულია, მის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს დედამიწა და ყველა მას უნდა ემსახურებოდეს.

ზრდასრული ნარცისი თითქმის სულ ფანტაზიაშია. ასე საკუთარ ფსიქიკას იცავს გაგიჟებისგან. ის ბავშვობიდან ასე აკეთებს და უკვე დიდობაში, იმდენად დაამუღამა, რომ ფანტაზიიდან გამოხედვაც კი არ უნდა.

დროდადრო გამოფხიზლებული, როცა თავის ფანტაზიას ადარებს რეალობას, სხვაობა იმხელაა რომ ისევ ნარცისული კოლაფსი ემართება და მისი თვითშეფასება ნულამდე ეცემა. იწყება კრიზისი, უმცირდება ნარცისული ყურადღება/რესურსი, უვარდება თვითშეფასება და საკუთარი თავის შიგნიდან ჭამას იწყებს.

ნარცისი, გონებაში გამუდმებით ელაპარაკება საკუთარ თავს და მისივე დასეივებულ ადამიანების ავატარებს (იგივე პროექციებს, პროფესორი სემ ვაკნინი მათ Screenshot-ებს ეძახის). აი, წარმოიდგინეთ, ტვინში მუდმივად მეუღლესთან ან მშობელთან რომ გქონდეთ გაუთავებელი დიალოგი?!

ნარცისი იძულებულია ფანტაზიაში იცხოვროს და, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ყველას და ყველაფერს მის გამოგონილ სპექტაკლში ითრევს. აბა მარტო ხომ არ იქნება იქ? თუ მან თვითნებურად, მის ფანტაზიაში, ისეთი პერსონაჟის როლზე დაგამტკიცა, როგორიც შენ არ ხარ (და არც ცდილობ რომ დაემსგავსო), ე.ი. ეწინააღმდეგები, შენ მისი მტერი ხარ, ადრე თუ გვიან მაინც უღალატებ და ჯობია წინსწრებით დაგესხას თავს, ვიდრე მერე მსხვერპლი აღმოჩნდეს და ხელახლა კრიზისი დაეწყოს.

ნარცისის ბავშვობა
როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია?
ნარცისის პროგნოზირება იოლია
რატომ არის ნარცისი ასეთი ბრაზიანი?!

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

მოკლედ რომ ვთქვათ, კრიზისის პერიოდში, მათი რეალობა იმდენად მტკივნეულია, რომ თავის გადასარჩენად, ფანტაზიაში უნდა გადაცხოვრდნენ.

მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ფანტაზიას (რომელიც ყველას აქვს), თითქმის იგივე ემოციის წარმოქმნა შეუძ₾ია ადამიანში, როგორც ნამდვილად მომხდარს (ემოციითი მასტურბაცია).

ფანტაზიაში, სადაც არავინ გარცხვენს, არავინ მიგითითებს ბოროტებებზე და ღალატზე, არავინ წაგიჭერს მანიპულაციაზე და ვირეშმაკობაზე, იდეალური ადგილია კრიზისის გადასატანად.

კრიზისი, კედელზე სახით შეჯახებისგან ემართებათ, როდესაც რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ფანტაზიისგან, უამრავ კითვას სვამენ საკუთარ თავთან.

მათი მთავარი კითხვაა - მართლა ისეთი ვარ, როგორიც ჩემს ფანტაზიაში დავხარტე?