რატომ ცდილობენ ნარცისები მსხვერპლის იზოლირებას?
რაც უფრო ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს მსხვერპლს, მით იოლია მისი მართვა
ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐ
11/3/20231 min read
ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონდე ადამიანების ამოცანაა ტოტალური კონტროლი მის მსხვერპლზე.
რაც უფრო ნაკლები რესურსი გაქვს, მით უფრო ადვილია შენი მართვა და შენსგან იმის მიღება (ნარცისული რესურსის და ყურადღების) რაც მას უნდა.


მას არ აწყობს გარეშე ადამიანის აზრები და დაკვირვებები თქვენს ურთიერთობებზე.
წარსულის გაყალბება - Gaslighting
მართლა უნდა ნარცისს, რომ გატკინოს?
ნარცისს უყვარს კონტროლი
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
პირველ ნაბიჯად, ნარცისი ეცდება შენს იზოლირებას შენი გულშემატკივრებისგან, ადამიანებისგან, ვისაც მართლა ანაღვლებ.
ფიზიკური და ფინანსური რესურსებისგან, რადგან, რაც უფრო ნაკლები რესურსია შენთვის ხელმისაწვდომი, მით უფრო მეტად იგრძნობ მათზე დამოკიდებულებას, მით უფრო გაძნელდება მისი აღმოჩენა და იმის გააზრება, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხარ.
ნარცისი, შენში ერთგვარ ინვესტიციას დებს იმ იმედით, რომ შენ ვერასდროს ვერ მიხვდები მის რეალურ მიზნებს და ზრახვებს.
ის თავიდან შენთვის იდეალურ პარტნიორად გაჩვენებს თავს და ცდილობს ნდობის მოპოვებას, რომ გაიგოს შენი ყველაზე სათუთი საიდუმლოებები, რომელსაც ისევ შენს წინააღმდეგ გამოიყეებს, როცა დრო მოვა.