ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისის მთავარი მსხვერპლი

მთავარი მსხვერპლი ძირითადი საწვავივითაა ნარცისისთვის, მისი ემოციური ენერგიით საზრდოობს, როგორც ვამპირი

ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐ

9/14/20231 min read

ვინაიდან ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანს, საკუთარი “მე” ბავშვობაში აქვს დაკარგული, მას მუდმივად გარესამყაროსგან სჭირდება დასტური იმისა, რომ არსებობს.

ამას ნარცისული ყურადღება, აღტაცება (იგივე რესურსი) სჭირდება იმისთვის, რომ იარსებოს და ცოცხლად იგრძნოს თავი. მისი თვითშეფასება სხვების ვალიდაციაზეა დამოკიდებული და მისთვის საწვავივითაა, რომელსაც ის ყოველდღიურად მოიხმარს და თუ შემოაკლდა - უბრალოდ ჩაქრება.

ნარცისის მსხვერპლი
ნარცისის მსხვერპლი

მას არ უწევს ყოველდღიურად ინვესტირება და წვალება საჭირო ენერგიის მოსაპოვებლად, რომელიც მას არსებობისთვის სჭირდება. დაახლოვებით მეწველი ძროხასავითაა, როცა რძე შემოგაკლდება - მოწველი და არ აქვს მნიშვნელობა მოწველის პროცესი მისთვის მტკივნეული იქნება თუ არა.

როგორია ნარცისის მსხვერპლი?
მანიპულაცია
რას მერჩოდა ნარცისი? რატომ ამირჩია მე?
ნარცისის კოდექსი
როგორები არიან ნარცისები (ვრცლად)

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

საწვავით მოსამარაგებლად ყველა გამოდგება, თუმცა მთავარი მსხვერპლი მისთვის ფასდაუდებელია.

ის მუხტავს მას ყოველდღიურად (როგორც ტელეფონს ვტენით) და მისი ემოციური ენერგიით საზრდოობს, მისი მოწოდებული ნარცისული ყურადღება/რესურსი მისთვის ფასდაუდებელია.

ამიტომ არის ნარცისისთვის მისი მიტოვება ღამის კოშმარივით, იგი საწვავის მთავარ მიმწოდებელს დაკარგავს.

მთავარი მსხვერპლი ამით გამორჩეულია, მასზე ნებისმიერი ფორმით შუძლია მანიპულირება, რათა საჭირო ენერგია ემოციური რესურსი მიიღოს.