რას მერჩოდა ნარცისი? რატომ ამირჩია მე?
ეს არის სულიერი კავშირის ყალბი გრძნობა, რომელიც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა.
ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲗᲐᲜ
8/14/20231 min read
მარტივია. ნარცისმა აგირჩია, რადგან დაინახა შენში ღირებულებები, რაც თვითონაც უნდოდა ჰქონოდა. აგირჩია და ცდილობს, უნდა წაგართვას ისე, რომ შენ აღარ დაგრჩეს არაფერი.
ურთიერთობის პირველ ეტაპზე, მან შეგისწავლა, მაქსიმალურად გბაძავდა და იმეორებდა შენს ქცევებს, პასუხებს, ღირებულებებს რადგან შენ რაც შეიძლება შენიანად მიგეღო და დაცვა შეგესუსტებინა, მოგეშვა ახლოს, რომ მერე გაეძარცვე :)
ეს არის სულიერი კავშირის ყალბი გრძნობა, რომელიც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა.
მისი მიზანი ხომ ისეთი ძარცვაა, სადაც ან შენი ნებით აძლევ მას იმას, რაც უნდა, ან წაგართმევს ისე, რომ საკუთარი თავი დაადანაშაულო ყველაფერში.


ვიცი, მტკივნეულია, ყოველ გაფიქრებაზე ბრაზდები საკუთარ თავზე.
სიმართლე კი ისაა, რომ შენ შეიყვარე საკუთარი თავი და ყველა ის ღირებულებები, რაც ნამდვილად გაქვს!!! შენ ემპათიური, კეთილი და სანდო ადამიანი ხარ, ეს დიდი სიმდიდრეა. შენ მშობლებმა გასწავლეს თანაგრძნობა, სიტყვარული, გულწრფელი ურთერთბები, ჩაგინერგეს მორალი, რომელიც მერე შენ დახვეწე… აპატიე და ჩაეხუეტე მათ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.
როგორია ნარცისის მსხვერპლი?
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე
როგორ დაამარცხებ ნარცისს?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
რეალურად კი, ყველაფერი, რაც მასში იყო, (სითბო, ემპათია, ის ქიმია, რომელიც მოგწონდა, ურთიერთპატივისცემა, გულწრფელი ზრუნვა) ის რაც თავიდან გიზიდავდა, რეალურად შენი სარკის ანარეკლია.
კი, შენი კოპია შექმნა, რომ შეგყვარებოდა და მერე გაეძარცვე. წაერთმია შენი “მე” მისი ღირსებებით და ღირებულებებით.
კი, ეს ყველაფერი ყალბი იყო და სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედო.
მთავარია, რომ ეს უკვე იცი და შენი მომავალი უკვე შენს ხელშია.
ისწავლე გაკვეთლი და ნუ დაასახიჩრებ საკუთარ თავს სინანულით!