ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორ დაამარცხებ ნარცისს?

ნარცისს, ყველაზე ძალიან მიტოვების ეშინია. ეს არის მისი ღამის კოშმარი, ბავშვობისდროინდელი ტრავმა, როცა მისმა ამაგისმიმცემმა უარი თქვა მასზე.

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

12/27/20231 min read

თუ დარწმუნდი, რომ ნარცისია, ე.ი. იცი როგორი ადამიანია და მიატოვე. თუ წამოხვედი, უკვე მოიგე. ნარცისს, ყველაზე ძალიან მიტოვების ეშინია. ეს არის მისი ღამის კოშმარი, ბავშვობისდროინდელი ტრავმა, როცა მისმა ამაგისმიმცემმა უარი თქვა მასზე.

თუ მიზანი ომის მოგებაა, რომელიც მან თავიდანვე გამოგიცხადა, ამოცანა ოპონენტის დამარცხება და შენი გამარჯვებაა. ომი, შურისძიებაში არ აგერიოს, ვიცი, რომ შურისძიებაც გინდა, ნამდვილი დემონი იქნება, რამდენი ბოროტება ექნება შენთვის გაკეთებული?! მაგრამ…

ნარცისის დამარცხება
ნარცისის დამარცხება

ეს თვისებები ყოველთვის შენთან დარჩება, ნარცისს კი, ეს თვისებები არ აქვს და ვერც ექნება. ეს ნამდვილი სასჯელია მისთვის.

იმასაც ხვდება, რომ ცხოვრების ბოლომდე მოუწევს, რომ ეძებოს ადამიანები, რომლებიც მას კარგად გახდიან.

ასე, რომ საკუთარ თავზე იზრუნე, ნარცისულ ტრავმას ცოტა დრო სჭირდება. რაც დრო გავა, შურისძიებასაც თავისით დაიწყებს სამყარო, უბრალოდ მოთმინება გჭირდება.

ბოლოს, ნარცისი მაინც მარტო რჩება და ემართება ნარცისული კოლაფსი.

3 რამ, რაც უნდა იცოდე ნარცისზე
ნარცისის პროგნოზირება იოლია
ნარცისი და ჰიპოკრატე

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ნარცისს მისივე უბედურება ეყოფა, შიგნიდან ცარიელია, საშინლად უბედურია და ცხოვრების ბოლომდე იცის, რომ უბედური იქნება. არ აქვს ემპათიის უნარი, არ შეუძლია უყვარდეს, ეცოდებოდეს. არაადეკვატურად ეჭვიანია და მის წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს.

ზუსტად ამიტომ უნდა შენი განადგურება, იცის, რომ ვერასდროს იქნება შენნაირი. მისი თვითშეფასება, სხვების ვალიდაციაზეა დამოკიდებული. ცხოვრების ბოლომდე, ნარცისული რესურსის ძებნაში უნდა გაატაროს, შენ კი იცხოვრებ მშვიდობიანი და ბედნიერი ცხოვრებით.

თუ ნარცისის კლანჭებში ჩავარდი, შენ იქნები: ემპათიური, კეთილი, რომელსაც აქვს მორალი, ერთგულია, შეუძლია ემოციების გენერირება… ზუუსტდ ეს შურს ნარცისს.