ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორია ნარცისის მსხვერპლი?

მათი ჰობბი ხომ, მხიარული, წარმატებული და ბედნიერი ადამიანების სიმაღლეზე აყვანა და იქიდან გამოდმოგდებაა?!

ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ

6/1/20231 min read

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები, მსხვერპლის სელექციას (არჩევას) დიდ დროს უთმობენ. ისინი არ ირჩევენ ლუზერებს, მათ კაშკაშა ვარსკვლავები სჭირდებათ, რომ მათ გვერდით, თვითონაც იკაშკაშონ.

მათი ჰობბი ხომ, მხიარული, წარმატებული და ბედნიერი ადამიანების სიმაღლეზე აყვანა და იქიდან გამოდმოგდებაა?!

მათი სამიზნეები ძირითადად კეთილი, ემპათიური, ერთგული და სამართლიანი ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ სინდისი. შენც სავარაუდოდ ასეთი ხარ, გაქვს ღირებულებები და იცი შენი თავის ფასი, არ ხარ გარესამყაროს ვალიდაციაზე დამოკიდებული და ხელმძღვანელობ მორალით. ამ თვიესებებს, ნარცისი მალევე ამჩნევს და ზუსატად ამიტომ აგარჩია. მას პირველივე დღიდან შურდა შენი თვისებების და მაგიტომაც ცდილობს, შენი ღირებულებები მოგპაროს, ხოლო მისი შინაგანი სიცარიელე შენ შემოგაჩეჩოს.

ნარცისის მსხვერპლი
ნარცისის მსხვერპლი

ვიცი, რომ უძნელესია, არ იფიქრო ადამიანზე, რომელმაც შენი სიკეთე, მისი ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენა. ბრაზობ, ბოღმა გახრჩობს, შურისძიება გწყურია თუმცა, შენც მისნაირი ხომ არ ხარ? მას შენი წარმატებული, მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების ეშინია (მის გარეშე), ეს არის რეალურად შურისძიება ნარცისზე. დაბლოკე, გაეცალე, მიჰყევი შენს მიზნებს და აისრულე ოცნებები, შენ ამას იმსახურებ!

თუ ეულად გრძნობ თავს, ან უბრალოდ ლაპარაკი გჭირდება, არ მოგერიდოს, მოგვწერე :)

რას მერჩოდა ნარცისი? რატომ ამირჩია მე?
რატომ ქორწინდება ნარცისი?
ნარცისის მთავარი მსხვეპრლი
ნარცისის გამოვლენა ძნელია! ძალიან ძნელია!

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ამ გაუგებრობაში მოხვედრა, შეიძლება შენმა უყურადღებობამ გამოიწვია, შეიძლება წინდაუხედაობამ, თავიდან შენი შინაგანი ხმა განგაშის ზარსაც რეკავდა ალბათ მაგრამ - არ დაუჯერე. რაც იყო - იყო. დროს ვერ დავაბრუნებთ, მოგიწევს შენს შეცდომებზე სწავლა.

ეს უდიდესი გაკვეთილი იყო და შენ სამუდამოდ შეიცვალე. სამაგიეროდ, შენ აღარასდროს მოხვდები მსგავს ურთიერთობებში, გპირდები…
ძალიან მნიშვნელოვანია თავს აპატიო და მომავალზე დაიწყო ფიქრი. შენ კარგი ადამიანი ხარ, ამას ისიც მოწმობს, რომ ნარცისმა აგარჩია. ტოქსიკური ურთიერთობიდან იოლად გამოსვლა არ არის ადვილი, თუმცა - შესაძლებელია. შეიყვარე საკუთარი თავი, აპატიე, ჩაეხუტე, უთანაგრძნე, გაამხნევე… საკუთარი თავის დახმარება ახლა ისე გჭირდება, როგორც არასდროს.