ინცესტი
ინცესტი, სექსუალური აქტი კი არა, სპეციალური მანიპულაციაა, რომელსაც პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებიიყენებენ როგორც იარაღი მათი ოჯახის წევრების გასაკონტროლებლად და სამომავლოდ, მათგან რაიმე რესურსის მისაღებად.
ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐ
2/13/20241 min read
ინცესტი ასექსუალური აქტია და იგივეა, რაც მასტურბაცია საკუთარ თავზე.
ინცესტი, სექსუალური აქტი კი არა, სპეციალური მანიპულაციაა.
ასექსუალური ნიშნავს, როცა ადამიანს, სხვასთან სექსის სურვილი არ უჩნდება და მხოლდ საკუთარი თავი აღაგზნებს (იგივე აუტოეროტიული). ჯანმრთელი ადამიანებისთვის ინცესტი ყოვლად მიუღებელია, თუმცა პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებისთვის, ინცესტი ერთ-ერთი იარაღია მათი ოჯახის წევრების გასაკონტროლებლად და სამომავლოდ, მათგან რაიმე რესურსის მისაღებად.


ნარცისი ასექსუალურია ვისაც თვალები შუბლზე აგივიდათ, ნარცისის აუტოეროტიულობაზე ამ პოსტში წაიკითხავთ.
გამოდის, რომ ასექსუალურ ადამიანს,რომელსაც სხვასთან სექსი არც კი უნდება, მის ოჯახის წევრთან მითუმეტეს ვერ მოუნდება ხომ?
ინცესტი, სექსუალური აქტი კი არა, სპეციალური მანიპულაციაა. ინცესტი ძირითადად ნარცის მშობელსა და ჯანმრთელ შვილებს შორის ხდება, რომლის შედეგიც ხანდახან სავალალოა მსხვერპლისთვის. მიზეზი, შვილების შემდგომი კონტროლი და მანიპულაციაა, ვინაიდან ნარცისს ემპათია არ გააჩნია, მისთვის ყველა ადამიანი ჯარისკაცია, რომელიც მის აღმატებულება გენერალს უნდა ემსახუროს და საერთოდ არ ანაღვლებს მსხვერპლი.
ზოგადად სექსი, ნარცისისთვის ემოციური საკვების წყაროა. რაც უფრო მძაფრ ემოციებს დააგენერირებს მსხვერპლში, მით უფრო ხარისხიან ნარცისულ ყურადღების/რესურსის მიღებას შეძლებს და მით უფრო ცოცხლად იგრძნობს თავს.
განსხვავება გაიძვერასა და ღირსეულს შორის
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
ინცესტს, ძირითადად პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები და ფსიქიკურად დაავადებულები ეტანებიან. მათთვის ყველა სექსუალური აქტი (თუნდაც მათ ოჯახის წევრთან) - იგივეა, რაც სექსი საკუთარ თავთან. მათ საკუთარი თავი მოსწონთ და ყველა ფანტაზიაში, სექსუალურობის ობიექტი თვითონ არიან, პარტნიორის ნაცვლად.
პროფესორი სემ ვაკნინი იმასაც კი ამბობს, რომ რადგან ნარცისებს საკუთარი თავი უყვართ და საკუთარ თავზე მასტურბირებენ, ე.ი. ისინი იგივე სქესის ადამიანზე იღზნებიან და ჰომოსექსუალები გამოდიანო. ეს საკამათოა თუმცა, ის უეჭველია, რომ ადამიანი მისთვის მხოლოდ სექსს სათამაშოა, რომლის დახმარებითაც ორგაზმს აღწევს და არა ის ინტიმური პარტნიორი, რომელიც შენ გეგონა და რომელსაც არაერთხელ, დაუვიწყარი სექსი შემოუთავაზებია შენთვის.