ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

სიყვარული არის არჩევანი!

ნორმალური ადამიანი გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობს, ემოციებს კი თანდათანობით მართავს, ხოლო ნარცისი ემოციებს აყოლილია, რაც იწვევს არამდგრად და მოულოდნელ ქცევებს. პოსტი განმარტავს ემოციური ინტელექტის ნაკლებობას ნარცისულ პიროვნებაში და ამ მიზერულ განწყობებზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს.

ᲗᲕᲘᲗᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ

7/20/20231 min read

როცა ადამიანი ზოგადად გადავწყვეტს, რომ, ვინმე უნდა უყვარდეს, ერთად იყვნენ, პატივს სცემდეს და მისი ერთგული იყოს ნიშნავს, რომ ეს არის გადაწყვეტილება და რა ემოციებსაც არ უნდა გრძნობდეს (ცუდი/კარგი) იმ მომენტში, გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

ემოციები ხან დადებითია, ხან უარყოფითი, ხან მძლავრი, ხან სუსტი, ხანაც დამანგრეველი. მთავარია, დამოკიდებული იყო არჩევანზე და არა ემოციებზე ან შეგრძნებებზე.

სიყვარული
სიყვარული

ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონეები, სულ ემოციებზე და შეგრძნებებზე დაყრდნობით იღებენ ყველა გადაწყვეტილებას, რაც იწვევს ამ სავალალო შედეგებს.

ვინაიდან მათი ემოციური ინტელექტი, პირველკლაასელი ბავშვის ემოციური ინტელექტის განვითარების დონისაა, მათი ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმპულსურია და მოზღვავებული ემოციების და შეგრძნებების დროს არის მიღებული