კაკალი და სამრეკლო

როგორ დაანგრია კაკალმა სამრეკლო - ლეონარდო და ვინჩი 1452 - 1519

ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲗᲐᲜ

9/5/20241 min read

კაკალი და სამრეკლო
კაკალი და სამრეკლო

ყვავმა ჩამოვარდნილი კაკალი იპოვა, სამრეკლოზე აიტანა მაგრამ ღრიჭოში შეუგორდა.

კაკალმა სამრეკლოს ღვთიური გულმოწყალება შეახსენა, შეუქო სილამაზე, სიდიადე, მისი ზარების კეთილშობილური ხმა და შეევედრა:

- დასანანია, რომ ჩემი ბებერი მამის ტოტებქვეშ ჩამოვარდნა და ჩამოცვენილი ფოთლების საფარქვეშ, რბილ მიწაზე წოლის ბედი არ მომეცა. შენ მაინც ნუ მკრავ ხელს. როცა ყვავის ნისკარტში აღმოვჩნდი, აღთქმა დავდე, რომ თუ სიკვდილს გადავურჩებოდი, ჩემს დარჩენილ დღეებს ღრიჭოში გავლევდი.

ამ სიტყვებმა სამრეკლოს გული მოულბო და ნება დართო კაკალს, ღრიჭოში დარჩენილიყო.

ზარები მაშინვე აგუგუნდნენ, კედელს აფრთხილებდნენ, თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ, კაკალს არ ენდოო თუმცა…

გავიდა დრო. კაკალი გასკდა, გაიხარა. მისი ფესვები სამრეკლოს ქვების ბზარებში ჩაიზარდა, ამონაზარდები კი ზემოთ, მზისკენ მიიწევდა. მალე, კაკლის ხე შენობას ასცდა კიდეც ხოლო ფესვებმა გამსხვილებასთან ერთად კედლების დანგრევა დაიწყეს. ძველი ქვები ჩვეულ ადგილებს იცვლიდა.

როცა სამრეკლო ნგრევის მიზეზს მიხვდა - უკვე გვიანი იყო და სულ მალე ის ნანგრევებად იქცა

ლეონარდო და ვინჩი
1452 - 1519