ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორ დავეხმაროთ ნარცისს?

თერაპიის დახმარებით, საჭიროა გამოვიყენოთ ნარცისის გრანდიოზულობა როგორც ცვლილების ინსტრუმენტი.

ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ

1/23/20241 min read

ფსიქოთერაპევტები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა სპეციალისტები ხშირად თავს არიდებენ პაციენტების დიაგნოზირებას და სტიგმატიზაციას.

მათ არ სურთ ვინმეს უთხრან, რომ მას აქვს ნარცისული პიროვნული აშლილობა ან მსგავსი მძიმე დიაგნოზი. ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ კონკრეტულ პრობლემებზე და მათ გადაჭრაზე სხვადასხვა მკურნალობის მეთოდებით. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მიდგომა არ არის შედეგის მომცემი და გარკვეულ ეტაპზე აუცილებელია ნარცისმა მიიღოს თავისი დიაგნოზი, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური პროგრესი უკეთესობისკენ.

ეს არის კრიტიკული ნაბიჯი მათი პიროვნული ზრდისა და ქცევის შეცვლისკენ. დიაგნოზის მიღების გარეშე, ნარცისი ვერ შეძლებს საკუთარი ნაკლოვანებებისა და პრობლემების სრულად გააზრებას. შედეგად, თერაპია შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს. ნარცისი, რომელიც უარყოფს თავის მდგომარეობას ან იძულებით გადის თერაპიას, სავარაუდოდ, არ შეიცვლება. ამიტომ, დიაგნოზის მიღება არის პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გაჯანსაღებისკენ.

ნარცისის და ფსიქოთერაპია
ნარცისის და ფსიქოთერაპია

პირველ რიგში, თერაპიის დახმარებით, ნარცისმა უნდა აღიაროს საკუთარი უძლურება ნარცისიზმის წინაშე. შემდეგ მოდის ნარცისის დახმარება საფუძვლიან თვითანალიზში, საკუთარი ნაკლოვანებების გააზრებაში, შეცდომების აღიარებაში და სხვებისთვის ბოდიშის მოხდაშიც კი. მნიშვნელოვანია, რომ ნარცისმა გააცნობიეროს თავისი ქმედებების გავლენა სხვებზე და სცადოს ზიანის გამოსწორება. ეს ნაბიჯები მიზნად ისახავს ნარცისის თვითშეგნების ამაღლებას, ბრაზის მართვას და ქცევის თანდათანობით შეცვლას.

აუცილებელია ნარცისის მენტორმა გააცნობიეროს, რომ დახმარების მიზანია ნარცისში პრობლემის გააზრება, შეზღუდვა, კონტროლი და არა მისი სრული განკურნება. ეს მიდგომა დაეხმარება ნარცისს უკედ მართოს მისი ბრაზი, ქცევა და ნაკლები ზიანი მიაყენოს მის გარშემომყოფებს. ეს პრაგმატული მიდგომა გაზრდის როგორც ნარცისის, ისე მისი გარშემომყოფების ცხოვრების ხარისხს.

თერაპევტები, ნაცვლად იმისა, რომ ეცადონ ნარცისიზმის "განკურნებას", ნარცისს უნდა დაეხმარონ საკუთარი მდგომარეობის მიღებაში. უფრო მეტიც, თერაპევტებმა უნდა გამოიყენონ ნარცისის გრანდიოზულობა და “ცრუ მე” როგორც ინსტრუმენტი პოზიტიური ცვლილებებისთვის. მაგალითად, შეიძლება ნარცისს გამოწვევა შესთავაზონ - პოზიტიური ქმედებებით დაამტკიცოს, რომ ის მართლაც ისეთი შესანიშნავი და გრანდიოზულია, როგორიც მას საკუთარი თავი წარმოუდგენია.

დასკვნა:

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ტრადიციული მიდგომები ხშირად არაეფექტურია და შედეგი არასდროს არ დგება. ნარცისიზმის სრული განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მისი მართვა და შეზღუდვა - შესაძლებელი. ამისთვის აუცილებელია ნარცისმა ნებაყოფლობით მიიღოს საკუთარი დიაგნოზი და იმუშაოს საკუთარ თავზე.

თერაპიის დახმარებით, საჭიროა გამოვიყენოთ ნარცისის გრანდიოზულობა როგორც ცვლილების ინსტრუმენტი. ეს ინოვაციური მიდგომა შეიძლება დაეხმაროს ნარცისებს, უკეთ მართონ თავიანთი მდგომარეობა და ნაკლები ზიანი მიაყენონ გარშემომყოფებს.

როგორები არიან ნარცისები II (ვრცლად)
3 გამოცდა, რომელსაც ვერ ჩააბარებს ნარცისი
ნარცისი და ობიექტის მუდმივობა

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

პროფესორი სემ ვაკნინი ანგრევს გავრცელებულ მითს, თითქოს ნარცისები არ არიან ადეკვატურები და შეგნებულები. სინამდვილეში, ისინი კარგად აცნობიერებენ თავიანთ ქცევას და ამ ქცევების გავლენას სხვებზე.

ნარცისები ანსხვავებენ სწორსა და არასწორს, და შეუძლიათ ქცევის მოდიფიცირება გარკვეულ სიტუაციებში (მაგალითად, ციხეში ან ჯარში ან საავადმყოფოში).

თუმცა, ისინი ხშირად ირჩევენ იგნორირება გაუკეთონ ამ ცოდნას და გააგრძელონ დესტრუქციული ქცევა. ეს მიუთითებს, რომ პრობლემა არის არა ცნობიერების ნაკლებობა, არამედ ცვლილების სურვილის ან უნარის არქონა.

ნარცისის მკურნალობა
ნარცისის მკურნალობა

ნარცისიზმის სრულად განკურნება შეუძლებელია, ამისათვის ის ხელახლა უნდა დაიბადოს და ხელახლა უნდა გაიაროს ბავშვობა მზრუნველ ამაგისმიმცემთან ერთად თუმცა, შესაძლებელია მათი დახმარება მდგომარეობის გაცნობიერებაში და მათივე ქცევების მართვაში.

ნარცისის თერაპევტმა უნდა გამოიყენოს მათი გრანდიოზულობის გრძნობა, რომელიც გამოწვევას უქმნის მათივე თვითაღქმას (რომ არიან გრანდიოზულები) როგორც მოტივაციის წყარო ნარცისისთვის და მიმართოს როგორც სურვილი ცვლილებებისკენ. ეს მიდგომა უბიძგებს ნარცისს პოზიტიური ცვლილებებისკენ და ეხმარება საკუთარი ბრაზის მართვაში.

კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი შეხედულებაა, რომ ნარცისებს არ აქვთ სინდისი და არ ახდენენ ინტროსპექციას. ექიმი რამანი დურვასულა (Dr. Ramani Durvasula) ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ნარცისები ხშირად განიცდიან სინდისის ქეჯნას და ფიქრობენ საკუთარ ქმედებებზე. თუმცა, მათი შინაგანი პროცესი განსხვავდება ჯანსაღი ადამიანებისგან. ნარცისები გადიან თვითანალიზს, მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის პოულობენ გზას, რომ გაამართლონ საკუთარი თავი და პასუხისმგებლობას ამ გზით აარიდონ თავი. ნარცისები ხშირად თვლიან, რომ დამნაშავეები კი არა, ზუსტადაც ისინი არიან მსხვერპლები, რაც ხელს უშლის რეალური ცვლილებების დაწყებას უკეთესობისკენ (გაიხსენეთ ნარცისის კოდექსი).