ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

ნარცისი კლავს!!!

ოდითგანვე, ჩვენს ტვინს ჰგონია, რომ თუ ადამიანის ემოციურ მდგომარეობას, ფიზიოლოგიურ მდგომარეობას დაამთხვევს - უფრო გადარჩება!

ᲛᲐᲜᲘᲞᲣᲚᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲠᲐᲕᲛᲐ

6/22/20241 min read

ნარცისთან ურთიერთობა, მუდმივი სტრესის წყაროა. ალბათ ყოველ დილას იღვიძებთ თავზარდაცემული, რადგან მუდმივად გიწევთ გაუმკლავდეთ ემოციურ ქაოსს, რომელსაც ნარცისულ ადამიანთან ურთიერთობა იწვევს. ამას ემატება თქვენი ფანტაზიაც, ტვინში ქმნით წარმოსახვით სცენარებს - დავას, დრამას, კრიტიკას, გაუფასურებას, რომლებიც შეიძლება არასოდეს მოხდეს თუმცა, ამ სცენარის წარმოდგენაც კი საკმარისია თქვენი ტვინისთვის, რომ ფანტაზია ნამდვილი ეგონოს და ორგანიზმიც მოამზადოს სტრესთან გასამკლავებლად, თითქოს ეს რეალურად ხდება.

ეს არის ჩვენი წარმოსახვის ძალა და ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ განვიცდით სტრესს და როგორ აისახება ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ნარცისი კაცი
ნარცისი კაცი

რეაქცია - "გაქცევა ან შეტევა" - “fight or flight”

ოდითგანვე, ჩვენს ტვინს ჰგონია, რომ თუ ადამიანის ემოციურ მდგომარეობას, ფიზიოლოგიურ მდგომარეობას დაამთხვევს - უფრო გადარჩება!

როდესაც საფრთხეს აღვიქვამთ - მიუხედავად იმისა, რეალურია იგი თუ წარმოსახვითი - ჩვენი ორგანიზმი იწყებს რეაქციას - "გაქცევა ან შეტევა".

ეს ძველი გადარჩენის მექანიზმი გვამზადებს საფრთხესთან დასაპირისპირებლად ან მისგან გასაქცევად.

ამ რეფლექსმა გადაარჩინა ადამიანი და ბევრი ასეული ათასი წელია გენებშია ჩაშენებული.

ნარცისი კლავს
ნარცისი კლავს

თირკმლის ზემო ნაწილები გამოათავისუფლებს ჰორმონების კოქტეილს (კორტიზოლს, ადრენალინს და სხვა ჰორმონებს). ეს ჰორმონები აჩქარებს გულისცემას რომ ჟანგბადით გაჯერებული სისხლი მიაწოდოთ თქვენს კუნთებს, რომელიც გაქცევისთვის ან ბრძოლისთვის გჭირდებათ. ზრდის სისხლის წნევას, სხეულს აწვდის ენერგიას, რომ დაუყოვნებლივ განახორციელოს მოქმედება. სისხლი გადანაწილდება შინაგანი ორგანოებიდან (მუცლის ღრუ) კუნთებსა და თავზე. სისხლი ხდება უფრო სქელი და ბლანტი, რათა სისხლისგან არ დაიცალოთ შემთხვევითი დაზიანების ან დაჭრის შემთხვევაში. ტკივილის აღქმა მცირდება, თქვენი სხეული გადარჩენას ანიჭებს უპირატესობას ტკივილთან შედარებით.

წარმოსახვის შემთხვევაშიც იგივე სცენარი ვითარდება. ტვინს ჰგონია, რომ ფანტაზია რეალურია და ორგანიზმს გადარჩენისთვის ამზადებს. მაგ: წარმოიდგინეთ როგორ ხტებით ცათამბჯენიდან?! ან სცენაზე გამოდიხართ?! ან დიდი ძაღლი, რომელიც ბნელი ქუჩის ეზოდან, თქვენსკენ მორბის და გკბენთ?! - მიუხედავად იმისა, რომ ფანტაზიაა და ფიზიკური საფრთხე არ არის, ხელები მაინც ოფლიანდება და გულისცემა ჩქარდება. შიში ხელს უწყობს "გაქცევა ან შეტევა" რეაქციას.

  • მუდმივად, თქვენი სისხლი, მუცლის ღრუდან კუნთებშია გადასროლილი. ჟანგბადით და სხვა მინერალებით გაჯერებული სისხლის დეფიციტი იწვევს სიმსივნურ წარმონაქმნებს, ორგანოების დეფექტებს და უკმარისობებს.

  • მუდმივად ავადმყოფობთ, რადგან თქვენი ტვინი არა განვითარებაზე, არამედ გადარჩენის რეჟიმშია. მისი პრიორიტეტია იმუნური სისტემის ხარჯზე - გადარჩეს.

  • არტერიული წნევა არამდგრადია, სისხლი შედედებული და გულისცემა გახშირებული, რაც იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

  • სტრესის დროს, სისხლში იზრდება გლუკოზა, რაც დიაბეტის რისკებს ზრდის.

  • ძლიერი კავშირია ქრონიკულ სტრესსა და მენტალურ (ფსიქიკურ) ჯანმრთელობას შორის როგორიცაა შფოთვა, დეპრესია.

  • აუტოიმუნური მდგომარეობა ორგანიზმში ქრონიკული ანთების გამოწვევით როგორც სასუნთქი გზების და ორგანოების, ისე საჭმლის მომნელებელი ორგანოების.

  • ერექცია და სქესობრივი ცხოვრების გაუარესება, მათ შორის ანთებითი პროცესები. (მამაკაცებში განსაკუთრებით, რადგან მამაკაცის სასქესო ორგანო, აღზნების შემთხვევაში სისხლით ივსება, ხოლო სტრესის დროს სისხლის დეფიციტის შემთხვევაში პრობლემები გარდაუვალია)

სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, რადგან მუდმივ სტრესს უამრავი ზიანის მიყენება შეუძლია თქვენს ორგანიზმზე, მათი უმრავლესობა კი ძაალიან საშიშია თქვენი სიცოცხლისთვის.

მაგალითად, დოქტორ ნატალია დიუკის (Cleveland Clinic) თქმით, "როდესაც თავს ვგრძნობთ გადატვირთულად, ნარცისის მიერ გამოწვეული ემოციური ქაოსით, ჩვენი ტვინი ორიენტირებულია უშუალო საფრთხეებზე (გადარჩენაზე), ნაცვლად პიროვნული განვითარებისა ან პროფესიული წინსვლისა".

თქვენი წარმოსახვა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, თუ როგორ განიცდით სტრესს - განსაკუთრებით ნარცისულ ურთიერთობებში. ქრონიკული სტრესის ფიზიოლოგიური ზეგავლენის გაცნობიერებით და პრევენციული ნაბიჯების გადადგმით, შეგიძლიათ აღიდგინოთ ჯანმრთელობა და ბედნიერების შეგრძნება.

მოკლედ ნარცისიზმზე
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე
როგორ აღიქვამს ნარცისი თავის მსხვერპლს?!
რატომ სძულს ნარცისს, მისი მთავარი პარტნიორი
ინცესტი

ნარცისი ასექსუალურია


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

ნარცისი კლავს
ნარცისი კლავს

სტრესი აუცილებელია ადამიანის გადარჩენისთვის თუმცა, წარმოიდგინეთ სტრესი, რომელიც 3 თვე გადაბმულად გრძელდება?! 6 თვე?! 6 წელი?! მთელი ცხოვრება?!

ნარცისთან ურთიერთობის დროს, ხან რეალურ და ხანაც წარმოსახვით სტრესს, თითქმის ყოველთვის განიცდის მსხვერპლი. ეს იგივეა, მანქანის ძრავი მუდმივად რბოლის რეჟიმში, მაქსიმალურ დატვირთვაზე ამუშაო.

იმის გარდა, რომ მუდმივი მობილიზაციის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის დამშვიდებასა და ყოველდღიური ბედნიერების განცდას, გამოდის, რომ:

მაგ: გამოქვაბულიდან გამოსულ ადამიანს თუ მტაცებელი ცხოველი შემოხვდებოდა, მას 2 არჩევანი ჰქონდა, ან უნდა გაქცეულიყო და ან უნდა შებრძოლებოდა მას. ნუშისებრი ფორმის ტვინის ნაწილები (ამიგდალა, 2ც, რომლებიც საფეთქლის უკან არიან მოთავსებული) ამჩნევენ საფრთხეს და სიგნალს უგზავნიან ტვინის ცენტრალურ ნაწილს (hypothalamus - ჰიპოთელამუსი) რომელიც იწყებს სხეულის მომზადებას ან გასაქცევად, ან საბრძოლველად.