სინამდვილეში რა უნდა ნარცისს?
მას ყურადღება, აღიარება და თაყვანისცემა სჭირდება. ეს არის მისი "საკვები", რომელიც მას სიცოცხლეს ანიჭებს.
ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
7/19/20241 min read
ოდესმე გიფიქრიათ, რა არის ნარცისის ნამდვილი მიზანი ცხოვრებაში? ბევრს ჰგონია, რომ ისინი ფულს, ძალაუფლებას ან წარმატებას მისდევენ. მაგრამ სინამდვილეში, მათი ერთადერთი ნამდვილი მიზანი არის ის, რასაც ფსიქოლოგები "ნარცისულ ყურადღებას/რესურსს" უწოდებენ.
წარმოიდგინეთ ნარცისი, როგორც მუდმივად მშიერი ადამიანი. მაგრამ ამ შემთხვევაში, მას არა საკვები, არამედ ყურადღება, აღიარება და თაყვანისცემა სჭირდება. ეს არის მისი "საკვები", რომელიც მას სიცოცხლეს ანიჭებს. ბავშვობისდროინდელი ტრავმების გამო, მას სასიცოცლოდ სჭირდება ყურადღება, გარესამყაროს გარევალიდაცია, რომ შიგნიდან არ იგრძნოს სიცარიელე და ცოცხლად იგრძნოს თავი.
ნარცისისთვის ყველაფერი - ურთიერთობები, კარიერა, მიღწევები - მხოლოდ საშუალებაა ამ ნარცისული "საკვების" მისაღებად. ის მუდმივად ეძებს გზებს, რომ იყოს ყურადღების ცენტრში, აღფრთოვანების ობიექტი, ეს მისთვის არა უბრალოდ სურვილი, არამედ აუცილებლობაა როგორც მონადირე, რომელიც შეგუებულია, რომ მთელი ცხოვრება ადამიანების ემოციებზე უნდა ინადიროს, რომ გამოიკვებოს.
ნარცისებს საერთოდ არ აინტერესებთ ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს ხიბლავს. ფული? ძალაუფლება? წარმატებული კარიერა? მათთვის ეს ყველაფერი მხოლოდ ინსტრუმენტია მთავარი საკვების მოსაპოვებლად.


მათი ურთიერთობა ადამიანებთან ზედაპირულია. აი, რატომ:
ისინი ვერ ხედავენ სხვებს რეალურ ადამიანებად • სხვები მათთვის მხოლოდ "სარკეებია", რომლებშიც საკუთარ თავს ხედავენ • ადამიანები მათთვის "ნარცისული ყურადღების/რესურსის” მიწოდების წყაროებია (როგორც ვიდეოთამაშებში ჯარისკაცები) და არა პიროვნებები, როგორც ამას ჯანსაღი ადამიანები უყურებენ.
მათ არ აქვთ ემოციური მიჯაჭვულობა • ნარცისები ვერ გრძნობენ ღრმა ემოციებს სხვების მიმართ • მათ არ აქვთ ემპათიის უნარი • მათთვის ურთიერთობები მხოლოდ გარიგებაა - "მე შენ გაძლევ ყურადღებას, შენ მე მაძლევ აპლოდისმენტებს".
ისინი მუდმივად ეძებენ "უკეთეს ვარიანტს" • თუ ვინმე მეტ ნარცისულ ყურადღებას/რესურსს ჰპირდება, ადვილად მიატოვებენ ძველ ურთიერთობებს • მათთვის არ არსებობს ლოიალობა ან ვალდებულება.
ასე, რომ თუ ნარცისთან გაქვთ ურთიერთობა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის უცებ გაქრება თქვენი ცხოვრებიდან. მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ემოციური ყურადღება
რა ხდება ნარცისის გონებაში?
ურთიერთობა ნარცისთან (ვრცელი ვერსია)
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე
რა არის ემპათია?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
წარმოიდგინეთ ნარცისი, როგორც მსახიობი, რომელიც სცენაზე დგას. მისთვის მთავარია არა როლი - არამედ აპლოდისმენტებია. ის შეიძლება იყოს წარმატებული ბიზნესმენი, ექიმი, ჟურნალისტი მაგრამ არა იმიტომ, რომ ფული უყვარს. უბრალოდ, ეს როლი მას მეტ "აპლოდისმენტებს" ჰპირდება.
ნარცისი ადვილად შეიცვლის სამსახურს, საცხოვრებელ ადგილს ან მეგობრებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მისთვის მხოლოდ დეკორაციაა. თუ სხვა "სცენა" მეტ ყურადღებას ჰპირდება, ის ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაინაცვლებს იქ.
ასე რომ, როცა ნარცისს ხედავთ, ნუ იფიქრებთ, რომ მისი მიზნები ჩვეულებრივი ადამიანის მიზნების მსგავსია. მისთვის ყველაფერი მხოლოდ საშუალებაა ერთი მიზნისკენ - იყოს ყურადღების ცენტრში და ადამიანების ემოციებით გამოიკვებოს, როგორც ვამპირი.


პრობლემა იწყება მაშინ, როცა რეალობა ამ ფანტაზიას ეჯახება. ნარცისები ხშირად განიცდიან "ტრავმას", როცა მათი წარმოსახვითი სამყარო ირღვევა და არ ემთხვევა რეალობას.
ეს ფაქტი მათთვის იმდენად მტკივნეულია, რომ ნებისმიერ ფასად ეცდებიან გვერდი აუარონ რეალობას და ისევ ფანტაზიაში დარჩენენ.
ეს ფანტაზიის სამყარო არის მიზეზი, რატომაც მათ უჭირთ რეალური ურთიერთობების დამყარება ან რეალური მიზნების მიღწევა.
ისინი უბრალოდ ვერ ხედავენ სამყაროს ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია.
დაკვირვებიხართ, როგორ იცვლის ნარცისი მეგობრებს ან პარტნიორებს ისე ადვილად, თითქოს ტანსაცმელს იცვლიდეს? ეს არ არის შემთხვევითობა.
წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობდეთ სამყაროში, სადაც ყველაფერი თქვენს გარშემო ტრიალებს. ეს არის ნარცისის აზრით რეალობა - მაგრამ სინამდვილეში ეს რეალობა კი არა, ფანტაზიაა, რომელიც თვითონ გამოიგონა.
ნარცისები ცხოვრობენ თავიანთ გამოგონილ სამყაროში, სადაც ისინი ყოველთვის მთავარი გმირები არიან. რელიგია, სადაც თვითონ არიან მრევლიც, სასულიერო პირებიც და ღმერთებიც! ეს არის მათი თავდაცვის მექანიზმი, რომელიც მათ იცავს რეალური სამყაროს სირთულეებისგან.
ამ ფანტაზიის სამყაროში:
ისინი ყოველთვის მართლები არიან
მათი ნიჭი და უნარები უნიკალურია
ყველა მათ უნდა აღმერთებდეს და ემსახურებოდეს