8 ნიშანი იმისა, რომ შენ გამოჯანმრთელების გზაზე ხარ ნარცისული გავლენისგან
ნარცისული გავლენისგან განკურნება ადვილი პროცესი არ არის. შესაძლოა დაგჭირდეს კვირები, თვეები ან წლებიც კი
ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲒᲐᲛᲝᲕᲚᲘᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲔᲑᲐ
7/29/20241 min read
შენ მიიღე რეალობა ისეთი, როგორიც არის - პირველი ნიშანი არის შენი აღიარება საკუთარ თავთან, რომ მას ნარცისული პიროვნული აშლილობა აქვს. აღიარება იმისა, რომ ამ ადამიანში შეცდი და სულაც არ არის ისეთი, როგორადაც თავს გაჩვენებდა და როგორიც შენ გეგონა, რომ იყო. მას არასდროს ანაღვლებდი და მხოლოდ შენს რესურსებს იყენებდა მის სასარგებლოდ. მისი ზრუნვა და სიყვარული ნიღაბია, რომელიც მას ეკეთა იმისთვის, რომ ვერ მიმხვდარიყავი, თუ ვინ იყო სინამდვილეში. რაც იყო თქვენს შორის, ყველაფერი გაუფასურდა და შინაარსი დაკარგა. აღარ ეძებ მიზეზს მის გასამართლებლად, მისი საქციელის ასახსნელად და დარწმუნდი, რომ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს სიმართლე, უნდა მიიღო და აღიარო.


თავს გლოვის და ემოციების გამოხატვის უფლებას აძლევ - როგორც კი გამოერკვევი და განთავისუფლდები ილუზიისგან, რომ თურმე ვინც გიყვარდა, ზუსტად ის იყო შენი მტერი, უამრავი ემოცია მოგაწვება (ბრაზი, შურისძიების სურვილი, უსუსურობის და უსამართ₾ობის შეგრძნება).
მიეცი უფლება საკუთარ თავს გაიაროს მწუხარების ყველა ეტაპი.
რომ გამოიგლოვებ, გამოჯანმრთელებაც დაიწყება, რაც მოგიტანს სიმშვიდის შეგრძნებას. გახსოვდეს, რომ ემოციების დაბლოკვა და შენში შენახვა ნიშნავს საკუთარ თავთან კავშირის გაწყვეტას, რომელიც ძალიან საშიშია.
თუ ტირილის სურვილი გაქვს - იტირე. ტირილი ხომ ემოციების სასაფლაოა.
საკუთარ თავზე ზრუნვა გახდება შენი პრიორიტეტი - უტყუარი ნიშანი, რომ სწორ გზაზე ხარ. იწყებ ფიქრს, თუ შენ რა მიზნები და ამოცანები გაქვს ცხოვრებაში, ალაგებ გეგმებს და ბრძოლის ველზე დაჭრილი, ნელი სვლით, თუმცა იწყებ მათ რეალიზებას. ეს გაკვეთილი, რომელიც შენ გამოარე, კარგი გამოცდილებაა იმისთვის, რომ ხელახლა დაიწყო თავიდან.
თავისით ქრება აუხსნელი ფიზიკური სიმფტომები - ნარცისთან თანაცხოვრების დროს, ძალიან ბევრია სტრესი და გაურკვევლობა, რაც იწვევს ქრონიკულ თავის ტკივილებს, უძილობას, კუნთების და სხეულის სხვა ნაწილების დაბუჟებას. მასთან დაშორების შემდეგ, ეს სიმფტომები თავისით ალაგდება.
აპატიებ როგორც საკუთარ თავს, ისე ნარცისს - პატიება არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. არც იმას ნიშნავს, რომ მას თავიდან შემოუშვებ შენს ცხოვრებაში. პატიებაში ვგულისხმობ საკუთარი თავის განთავისუფლებას ბრაზისა და წყენისგან. ეს კიდევ ერთი ნათელი ნიშანია იმისა, რომ შენ დგამ შემდეგ ნაბიჯებს საკუთარი განკურნების გზაზე.
უფრო თავდაჯერებული ხდები - ნარცისის საყვარელი იარაღი, შენი თავის უნდობლობის გაღვივებაა.
რაც უფრო ნაკლებად ენდობი შენს აღქმას და წინათგრძნობებს, რაც უფრო მეტი ეჭვი შეგაქვს საკუთარ თავში, მით უფრო უმწეო და უსუსური ხდები, რაც მისი ამოცანის ნაწილია.
ამას, დროთა განმავლობაში, უამრავი მანიპულაციით ცდილობს (მაგ: gaslighting). როდესაც შენი შინაგანი “მე” უფრო და უფრო მშვიდი და დამაჯერებელი ხდება, შენ თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობ.
საკუთარი საზღვრების და წითელი ხაზების დადგენა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ შენ იბრუნებ საკუთარ თავს, ნარცისული გავლენის შემდეგ.


მეტად სოციალური ხდები - ნარცისული ძალადობა, ხშირად იწვევს ახლობლებისგან იზოლაციას. რაც უფრო ეული ხარ, მით უფრო ადვილია შენი კონტროლი. მსხვერპლის ტოტალური გაკონტროლება ხომ ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონდე ადამიანის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია?! შენ ნელ-ნელა დაძლევ უნდობლობის შეგრძნებას სამყაროს და ხალხის მიმართ.
გულგრილი ხდები მის მიმართ - როდესაც ბუნებრივად შეწყვეტ ნარცისის დათვალიერებას სოციალურ ქსელებში, წყვეტ ერთად გადაღებული ფოტოების უსასრულო თვალიერებას, მოწერილის ტექსტების ხელახლა კითხვას, უბრალოდ აღარ გაინტერესებს როგორ არის და სად არის… ინდიფერენტულობა მშვენიერი დასტურია იმისა, რომ შენ წარმატებით გაათავისუფლე საკუთარი თავი ნარცისის გავლენისგან.
ნარცისული გავლენისგან განკურნება ადვილი პროცესი არ არის. შესაძლოა დაგჭირდეს კვირები, თვეები ან წლებიც კი, რომ სრულად დაიბრუნოთ კონტროლი შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ზოგადად შენს ცხოვრებაზე.
როგორია ნარცისის მსხვერპლი?
როგორ დავივიწყოთ ნარცისი?
5 მიზეზი, რატომ არ უნდა ენდო ნარცისს.
3 მიზეზი, თუ რატომ არ შეიცვლება ნარცისი
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge