ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორ დავივიწყოთ ნარცისი?

თუ ურთიერთობა სერიოზული იყო და წლები გრძელდებოდა, ორი ეტაპის გამოვლა მოგიწევს.

ᲗᲕᲘᲗᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ

6/27/20231 min read

თუ ურთიერთობა სერიოზული იყო და წლები გრძელდებოდა, ორი ეტაპის გამოვლა მოგიწევს.
გოგო ნარცისი
გოგო ნარცისი
  1. რაც უფრო დიდ ხანს იყავი ნარცისთან, მით მეტი დრო დაგჭირდება განკურნებისთვის. შენ ცუდად ხარ, გატეხილი ხარ, ცდილობ ბრძოლის ველიდან გამოხოხდე, იარები შეიხვიო, ძალები აღიდგინო და საკუთარ ცხოვრებას მიხედო. ახლა, როცა თითქმის ნულიდან გიწევს დაწყება, ამ ყველაფერს გეგმა და წლები სჭირდება.

თუმცა, ამაზე წარსულში ლაპარაკი ღირს ამად…

ნარცისგამოვლილი მსხვერპლის ყველაზე სამწუხარო სიმართლე
ნარცისგამოვლილი

8 ნიშანი იმისა, რომ შენ გამოჯანმრთელების გზაზე ხარ
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

  1. ჭექა-ქუხილი დაგეცემა თავზე მას შემდეგ, რაც გაიაზრებ, რომ ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონეს, რა მოტივები ამოძრავებს. მერე გააცნობიერებ იმ მანიპულაციის და სიცრუის მასშტაბებს, ღალატის მოტივებს და ორპირობას, რომელიც წლები შენებურად წარმოგედგინა. ცდებოდი. დენივით გირტყამს, როცა მიხვალ დასკვნამდე, რომ ამ ადამიანს არც არასდროს უყვარდი, რადგან ბავშვობისდროინდელი ტრავმების გამო, არ შეუძლია უყვარდეს, მას მხოლოდ შეყვარებული ადამიანის ნიღბის ტარება შეუძლია. არასდროს ყოფილა შენს მხარეს და არასდროს ყოფილა შენი გულწრფელი გულშემატკივარი. უზარმაზარ დანაკარგს გრძნობ, უსამართლობის შეგრძნება გახრჩობს მაგრამ ხვდები,რომ შენი ბრალია, ეს რომ დაუშვი. აპატიე საკუთარ თავს და გაიაზრე, რომ ისევ შენი გამოსაყვანია საკუთარი თავი ამ ჭაობიდან.