ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

რას მოიმოქმედებს ნარცისი, როდესაც ურთიერთობა მთავრდება?

ნარცისები მცდარი ჭორების, ნახევრადტყუილების და სხვა ვირეშმაკობების გავრცელების ნამდვილი ოსტატები არიან

ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ

8/5/20231 min read

დღეს გეტყვით, რასაც ყველა ნარცისი გააკეთებს (ცოლი, ქმარი, უფროსი, მშობელი… სულ ერთია, ყველა ერთნაირად იქცევა) ურთიერთობის დასრულებისას და რეალურად როგორ გეგმავდნენ ამას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დაშორების ინიციატორი.

მოდი იმაზე შევთანხმდეთ, რომ ნარცისთან ნებისმიერი ურთიერთობის დაწყება, იმთავითვე ცალმხრივად ხარვეზიანი და ტოქსიკურია. მისი ხარვეზის აღმოსაჩენად და გასააზრებლად, ზოგს თვეები, ზოგს კი წლები სჭირდება. შესაბამისად, მაღალია იმის ალბათობა, რომ ურთიერთობა ადრე თუ გვიან - დამთავრდება.

დავშორდე ნარცისს
დავშორდე ნარცისს

ურთიერთობის დასრულება ადვილი არ არის, განსაკუთრებით ამ ადამიანთან წლების ან თუნდაც ათწლეულების გატარების შემდეგ. ეს შეიძლება კიდევ უფრო სენსიტიური იყოს, როდესაც ის ოჯახის წევრია. თუმცა, “გაშვება” ზოგჯერ ერთადერთი გზაა. მოგვწონს ეს თუ არა, უნდა თქვა უარი ადამიანზე, რომელიც “შენი მტერია”, გამიზნულად გტკენს, გატყუებს, გღალატობს და შეფარულად შენს ჩაძირვაზეა ორიენტირებული. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ნარცისები ექსპერტები არიან იმაში, თუ როგორ გაგხადონ მათზე დამოკიდებული, რაც ძალიან აძნელებს განშორებას.

ჯანსაღი ადამიანები, ურთიერთბას “რაღაც” ეთიკის ნორმებში ასრულებენ, აიღონ მათი წილი პასუხისმგებლობა და გააგრძელონ ცხოვრება. სწორედ აქ არის განსხვავებული ურთიერთობა ნარცისებთან, რადგან როცა ურთიერთობა მთავრდება, ისინი არასოდეს არიან დამნაშავენი. მაშ, რას გააკეთებს ყველა ნარცისი, როდესაც ურთიერთობა დასრულდება? ურთიერთობის დანგრევაში სხვას დაადანაშაულებენ!

მხოლოდ შენი დადანაშაულებით როდი შემოიფარგლება?

ნარცისი ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები. უამრავ დროს და რესურსს დახარჯავს იმაზე, რომ გარშემომყოფთ აცნობოს, რომ ის მსხვერპლია და ყველაფერი შენი დამსახურებით მოხდა. როგორი უბედური იყო, რამდენს ითმენდა და ა.შ>

ვინაიდან მათ ბავშვობიდან არ შეუძლიათ დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღება და მათში სირცხვილის შეგრძნება, უამრავ ბრაზს იწვევს (კლინიკურად ამას narcissistic rage ჰქვია), შესაბამისად საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ურთიერთობის დასრულება “სხვისი ბრალია” (სულ ერთია, ობიექტურად ვისი ბრალია) და შემედეგ, “მართლა” იჯერებენ ამას.

ვინაიდან ნარცისები, ბავშვობის ასაკიდან მანიპულატორები, მატყუარები და მოღალატეები არიან (წარმოიდგინეთ, ბავშვობიდან რომ ხატავდეთ, ეხლა რა კარგად გეცოდინებათ ხატვა?!), ისინი მცდარი ჭორების, ნახევრადტყუილების და სხვა ვირეშმაკობის გავრცელების ნამდვილი ოსტატები არიან. მითუმეტეს, თუ სოციუმში თქვენი “გაშავების” კამპანია, შეფარულად უკვე დიდი ხნის დაწყებული აქვთ.

რომ შევაჯამოთ: როცა ურთიერთობა დამთავრებისკენ მიდის, თქვენს წინააღმდეგ, თქვენივე ბაბლში (სოციალურ წრეში) აქტიურად მიმდინარეობს თქვენი “გაშავების” კამპანია.

როგორ დავშორდეთ ნარცისს?
რას მერჩოდა ნარცისი? რატომ ამირჩია მე?
ნარცისის საბოტაჟი
როგორები არიან ნარცისები II

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge