რატომ გებრძვის ნარცისი, როდესაც გიყვარს?
ბოლოს და ბოლოს, რა უშლით ხელს, რომ დაიჯერონ შენი კეთილგანწყობის, მოდუნდნენ და ისიამოვნონ ცხოვრებით?
ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲗᲐᲜ
10/30/20231 min read
ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა სურდო გაქვთ, ან რამე გტკივათ, ცუდად ხართ და ვერავის ვერ იტანთ. მათაც კი, ვინც თქვენი კეთილისმსურველია და ცხელი წვიანის შემოწოდება უნდა ოთახში. თქვენ კიდე - არ გინდათ არც წვნიანი და არც მისი დანახვა. არადა…
კი, ნარცისი ასეა მთეელი ცხოვრება, ის უძნელეს ამოცანად ხდის, რომ უბრალოდ გიყვარდეს. ხშირად გკრავს ხელს როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. მუდმივად გამოწმებს, მართლა მისი ერთგული რჩები თუ არა, ისევ გულუბრყვილოდ გჯერა მისი ტყუილების და მანიპულაციების? ისევ ტოტალური კონტროლის ქვეშ ხარ?


ნარცისს ბავშვობიდან ჰგონიათ, რომ ისინი არ არიან სიყვარულის ღირსი და ეს მისმა მშობლებმა აგრძნობინეს უკვე. მას იმდენად ეზიზღება საკუთარი თავი ღრმად, შიგნით, რომ არ სჯერა, რომ ვინმეს ოდესმე შეუყვარდება. მას ჰქონია, რომ ირგვლივ ყველა იტყუება და თამაშობს “კეთილ” ადამიანს იმისთვის, რომ მეორე გაასულელოს და მესამისგან ფინანსური სარგებელი ნახოს.
რას უნდა ელოდო ნარცისისგან?
როგორები არიან ნარცისები?
რა გვასწავლა ნარცისთან ურთიერთობამ?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
გამოდის, რომ რადგან ის არ გიყურებს, როგორც ავტონომიურ ადამიანს და განგიხილავს, როგორც მის “რესურსს”, რაღაც დოზით სძულხარ კიდეც და შენს ჩაძირვას ცდილობს.
ამ მაინდსეტის გაგება და მერე დაჯერება ძალიან ძნელია, მითუმეტეს თუ იმ ადგილიდან მოდიხარ, საიდანაც ვინც მართლა უყვართ, იმათ გულშემატკივრობენ და გულწრფელად ზრუნავენ მათზე.
ბოლოს და ბოლოს, რა უშლით ხელს, რომ დაიჯერონ შენი კეთილგანწყობის, მოდუნდნენ და ისიამოვნონ ცხოვრებით?