2 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაანდო ნარცისს, თუ რას გრძნობ
ნარცისს არ აქვს ემპათია და მტერია!
ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ
8/6/20231 min read
ნარცისზე, ყველა სახის ინფორმაციის გაზიარება სახიფათოა.
გაგახსენებ, რომ ნარცისს არ გააჩნია ემპათიის გრძნობა, რაც ნიშნავს: მას არ შეუძლია სხვისი ემოციების შეგრძნება: შეცოდება, სიყვარული, სიბრალული, მოკლდედ რომ ვთქვათ, სხვის მდგომარეობაში შესვლა არ ძალუძს. აბა, როგორ ხვდებიან როდის როგორ უნდა მოიქცნენ? როდის უნდა იტირონ? როდის გაუხარდეთ? ეს ანალიტიკა ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოაგროვეს. ბავშვობიდან აკვირდებოდნენ ჯანმრთელ ადამიანებს და დაიმახსოვრეს, თუ როგორ იქცევიან როცა ეცოდებათ - ისინი ტირიან, როცა ებრალებათ - მოწყენილნი არიან, როცა გულწრფელად უხარიათ სხვისი წარმატება - იღიმიან და ა.შ.
შესაბამისად, თუ იგივეს გაიმეორებს ნარცისი, ყველას ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანი ეგონება. აი, ამიტომ არის უძნელესი ნარცისის გამოაშკარავება.
ნუ გექნება ილუზია, რომ თუ ნარცისს გაანდობ, თუ როგორ გრძნობ თავს ამათუ იმ ფაქტის გამო და ის გითანაგრძნობს! მას ეს ფიზიოლოგიურად არ შეუძლია მისი ბავშვობისდროინდელი ტრავმების გამო, მას არ აქვს ემპათია.


რას მერჩოდა ნარცისი? რატომ ამირჩია მე?
როდის ეშინია შენი ნარცისს?
როგორ დაამარცხებ ნარცისს?
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
არ დაგავიწყდეს, რომ ნარცისი არ არის შენიანი. რაც უფრო მეტ სენსიტიურ ინფორმაციას გაანდობ, რაც უფრო მეტჯერ ეტყვი, თუ როგორ გრძნობ თავს კონკრეტული ფაქტის გამო, ერთხელაც, ის ამას შენს წინააღმდეგ გამოიყენებს. როგორ?
ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონეები, როგორც ვთქვით აგროვებენ სენსიტიურ იფორმაციას ადამიანებზე მის ირგვლივ. რაც უფრო მეტს წარმოადგენ ნარცისისთვის, რაც უფრო მეტი რამ სჭირდება შენი რესურსებიდან, მით მეტ ყურადღებას უთმობს იმ მონაცემების შეგროვებას, რომელიც შეიძლება დასჭირდეს, რომ გამოიყენოს შენს წინააღმდეგ. შენით მანიპულირება, ყველაზე იოლი მაშინ არის, თუ შენი სუსტი წერტილები, სისუსტეები და სენსიტიური ინფორმაცია ვიცი და საჭიროების შემთხვევაში, შენს წინააღმდეგ გამოვიყენებ.