ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

სერიიდან - განსხვავება ნარცისსა და ფსიქოპატს შორის?!

მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის უმარავი საერთოა, არის განსხვავებებიც.

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

9/30/20231 min read

მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის უმარავი საერთოა, არის განსხვავებებიც.
ერთ-ერთი…


ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონე (იგივე ნარცისი) მთავარი რესურსი - ნარცისული ყურადღებაა. პიროვნული აშლილობა ხომ პირველ რიგში, საკუთარი თვითშეფასების უუნარობაა. მისთვის უმნიშვნელოვანესია აკონტროლოს, თუ რას ფიქრობენ მასზე. მას სჭირდება გარესამყაროსგან იმის დასტური, რომ ის განსაკუთრებული და გრანდიოზულია. მისით აღტაცება, მისი შექება და ყურადღების ცენტრში ყოფნა აძლევს ლეგიტიმაციას, იფიქროს საკუთარ თავზე ისე, როგორც მას, მის მიერ გამოგონილ ფანტაზიაში წარმოუდგენია. ან პირიქით, თუ ნარცისულ რესურსს (ყურადღებას, მისით აღტაცებას, უნიკალურობას) ვერ იღებს - თავს გრძნობს როგორც არარაობა, მისთვის ყველაფერი ინგრევა და აზრს კარგავს. ზუსტად ამიტომ, ნარცისი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის იმიჯს, მორგებული აქვს ნიღბები და ჩაციკლულია გარესამყაროს აზრზე მის შესახებ.

ნარცისი ფსიქოფატი
ნარცისი ფსიქოფატი

ფსიქოპატი კი პირიქით. მას ფეხებზე ჰკიდია რას ფიქრობენ მასზე მის ირგვლივ. მიუხედავად სხვების აზრისა, ის მყარად არის დარწმუნებული მის გრანდიოზულობაში და უნიკალურობაში, რომ ღმერთია და მისთვის ყველაფერი შეიძლება. მას არ სჭირდება სხვების დასტური და ლეგიტიმაცია საკუთარი თვითშეფასების ასამაღლებლად. ფსიქოპატი ეცდება შთაბეჭდილება მოახდინოს ექსკლუზიურად მერკანტილური მიზნებისთვის. მას ნიღბის მორგება და კარგი ადამიანის თამაში უწევს მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე სარგებელის მიღება აქვს განზრახული. მისთვისაც (ისევე როგორც ნარცისისთვის) მთავარი ჰქონდეს ძალაუფლება, გავლენა, კონტროლი იმისთვის, რომ გამოიყენოს ყველა და ყველაფერი მისი მიზნებისთვის.