იქნებ მე ვარ ნარცისი?

თუ ეს კითხვა გაგიჩნდა, შენთვის კარგი ამბავი მაქვს, შენ არ ხარ ნარცისი და წაიკითხე რატომ...

ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲖᲔ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲣᲚ ᲐᲨᲚᲘᲚᲝᲑᲐᲖᲔ

2/26/20251 min read

ნეტა მე ვარ ნარცისი?
ნეტა მე ვარ ნარცისი?
„მე სხვებზე უკეთესი ვარ"

ნარცისს ღრმად სწამს, რომ სხვებზე ჭკვიანია, ლამაზია, წარმატებულია — ყველაფერში. ეს განცდა არ საჭიროებს მტკიცებულებებს, ეს უბრალოდ „ასეა" და დამთავრდა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ხშირად ბავშვობის ტრავმის ანაზღაურებაა — შიგნიდან სუსტი ადამიანი გარეთ „სრულყოფილ" ფასადს ქმნის, რომ შენიღბოს მისი ნამდვილი პიროვნება. თუ ამ ფასადს კრიტიკა შეეხება, პასუხი შეიძლება იყოს ომის გამოცხადება და ნარცისი ამას არ მოერიდება.

„ყველაფერი მე მეკუთვნის"

ნარცისი თვლის, რომ პატივისცემა, შენი ყურადღება, შენი დრო, ენერგია, ფინანსები — ყველაფერი ავტომატურად მასზეა გათვლილი და ამას დამსახურება არ სჭირდება. რატომ? იმიტომ, რომ ნარცისის სამყაროში ყველაფერი მის ირგვლივ ბრუნავს — ის ადგენს წესებს, ის ამ წესების მიღმაც დგას. თუ სხვა ვინმე „მის" ადგილს დაიკავებს — სამსახურში, ოჯახში, ნებისმიერ სფეროში — ეს შეიძლება მძიმე კონფლიქტის გამომწვევი გახდეს.

„ეს დღე ჩემია"

ქორწილები, დაბადების დღეები, წვეულებები, სხვისი წარმატება — ეს ყველაფერი ნარცისისთვის ძნელი გადასატანია. რატომ? იმიტომ, რომ ყურადღება სხვაზეა მიმართული და ეს ნიშნავს, რომ ის, ამ მომენტში ჩრდილში რჩება. ნარცისი ამ ყურადღებას სხვადასხვა გზით „იბრუნებს": იწყებს ჩხუბს, აწყობს სკანდალს ან ისეთ დრამას დგამს, რომ ყველას ყურადღება მასზე გადმოიტანოს, რადგან ნარცისისთვის მოვლენების ცენტრში ყოფნა — ჟანგბადის ეკვივალენტია.

„მე როგორც ვიტყვი, ისე იქნება!"

ნარცისი ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს — ადამიანები, სიტუაციები, ნარატივი. კონტროლის გარეშე „სრულყოფილი" ფასადი ინგრევა და შეიძლება მოვლენები მისი სცენარის მიხედვით არ წარიმართოს.

კონტროლისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტაქტიკა:
🔹 გაზლაიტინგი — „ასე არ იყო. შენ ვერ დაიმახსოვრე სწორად."
🔹 Love bombing — ყალბი ზრუნვა, სიყვარულის დემონსტრაცია - ურთიერთობის დასაწყისში, როცა საჭიროა მანიპულაცია.
🔹მფრინავი მაიმუნები" — ახლობლები, რომლებიც ნარცისის ვერსიას ირწმუნებენ და სხვების განსჯაში მონაწილეობენ.

ნარცისი ვარ?
ნარცისი ვარ?
„შენ ჩემი ნაწილი ხარ"

ნარცისი ვერ ხედავს, სად მთავრდება ის და სად იწყები "შენ". განსაკუთრებით ეს ხშირია ნარცისი მშობლის შემთხვევაში: შვილი — ეს „გაგრძელებაა", წარმატება შვილისა ნარცისის დამსახურებაა, შვილის ჩავარდნა კი — ნარცისის სირცხვილი. რატომ? იმიტომ, რომ ნარცისისთვის დამოუკიდებელი ადამიანი არ არსებობს — ყველა, ვინც ახლოსაა, „მისი" ნაწილია. თუ შეეცდები საზღვრების დაწესებას, ნარცისი ამას შეტევად— და ხშირად ძალიან მტკივნეული შედეგები დგება.

მე ხომ არ ვარ ნარცისი?
მე ხომ არ ვარ ნარცისი?

„ყველაფერი სხვისი ბრალია"

ნარცისს არ შეუძლია სინანული, მისი ბოდიში კი ყალბია რადგან არ შესწევს ძალა მოინანიოს. ყოველთვის სხვაა დამნაშავე — პარტნიორი, მშობელი, გარემოება, ამინდი — ყველა, გარდა მისი. საკუთარი შეცდომის აღიარება ნარცისისთვის ნიშნავს, რომ ის სრულყოფილი არ არის — ეს კი ანადგურებს მის ფანტაზიურ წარმოდგენას საკუთარ თავზე. სიტუაციის განმუხტვისთვის და მშვიდობის შესანარჩუნებლად, ყოველთვის "სხვამ" უნდა მოიხადოს ბოდიში.

„შენი ტკივილი ჩემთვის სულ ერთია"

ეს, ალბათ, ყველაზე მტკივნეული ნიშანია მათთვის, ვინც ნარცისთან ცხოვრობს. ემპათია — ეს არის სხვისი ტკივილის, საკუთარივით „შეგრძნების" უნარი, რომელიც ამაგისმიმცემს უნდა ესწავლებინა მისთვის ბავშვობაში. ნარცისი ამას ვერ გრძნობს. ამის მაგივრად, ის ელოდება, რომ შენ ზუსტად ისე იფიქრო, როგორც ის ფიქრობს და მოისურვებდა. თუ ასე არ ხდება — იწყება მსხვერპლის დასჯა და სანქციები. ეს ნიშნავს, რომ ნარცისთან ურთიერთობაში ბევრი ადამიანი ხანგრძლივი მარტოობის განცდით ცხოვრობს.

„მე როგორც ვიტყვი, ისე იქნება!"

ნარცისი ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს — ადამიანები, სიტუაციები, ნარატივი. კონტროლის გარეშე „სრულყოფილი" ფასადი ინგრევა და შეიძლება მოვლენები მისი სცენარის მიხედვით არ წარიმართოს.

კონტროლისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტაქტიკა:
🔹 გაზლაიტინგი — „ასე არ იყო. შენ ვერ დაიმახსოვრე სწორად."
🔹 Love bombing — ყალბი ზრუნვა, სიყვარულის დემონსტრაცია - ურთიერთობის დასაწყისში, როცა საჭიროა მანიპულაცია.
🔹მფრინავი მაიმუნები" — ახლობლები, რომლებიც ნარცისის ვერსიას ირწმუნებენ და სხვების განსჯაში მონაწილეობენ.

მე ვარ ნარცისი?
მე ვარ ნარცისი?
და ბოლოს...

არ ვიცი, რამ მოგიყვანა ამ სტატიამდე...

იქნებ ახლა ხარ საეჭვო ურთიერთობაში და რაღაც შიგნიდან გეუბნება, რომ რაღაც ისე არ არის.

იქნებ უკვე გამოხვედი და ჯერ კიდევ ცდილობ გაიგო, სინამდვილეში რა მოხდა?!

გეუბნებიან, რომ შენშია პრობლემა, გაგიჟდი, აზვიადებ ან უბრალოდ არავის არ სჯერა შენი...

საკუთარ თავს ვეღარ ცნობ, არავის აღარ ენდობი და ამდენი კრიტიკისგან, თვითრწმენაც დაკარგე...

თუ ჯერ კიდევ იქ ხარ და გეშინია — ეს გასაგებია. ნარცისი სწორედ ამ შიშზე აშენებს თავის სამყაროს. შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ეშინია, რადგან შთაგაგონეს, რომ მის გარეშე ვერაფერს გახდები.

სინამდვილეში, შენ ცხოვრობდი სხვისთვის და სხვის გამოგონილ ფანტაზიურ რეალობაში, სადაც მთელი ყურადღება სხვაზე იყო გადატანილი და ყველაფერში დამნაშავე შენ იყავი. შენს გრძნობებს და სურვილებს არ ჰქონდა მნიშვნელობა და დაკარგე ყველაზე მნიშვნელოვანი - საკუთარი თავი. ისეთი, როგორიც ბავშვობაში გახსოვს.

ის ხმა, რომელმაც ეს სტატია გახსნა — ეს შენი ხმაა. ეს ის პატარა ბავშვია, რომელიც შენს გადარჩენას ცდილობს. ის ჯერ კიდევ შენთან არის, ოდნავ დათრგუნული, ხმაჩახლეჩილი, დაღლილი — მაგრამ არ გამქრალა.

რატომ სჭირდები ნარცისს?
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე
8 ნიშანი იმისა, რომ შენ გამოჯანმრთელების გზაზე ხარ ნარცისული გავლენისგან

ნარცისის გამოვლენა ძნელია, ძალიან ძნელია!
3 მიზეზი, თუ რატომ არ შეიცვლება ნარცისი

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge