ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

რატომ არის ნარცისი აგრესიული?

ნარცისის აგრესია არის ტრაგიკული მცდელობა, შეინარჩუნოს თვითაღქმა, რომელიც თავიდანვე მყიფე და არამდგრადია.

ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ

10/3/20241 min read

რატომ არის ნარცისი აგრესიული?

წარმოიდგინეთ სახლი, რომელიც აშენებულია მყიფე საძირკველზე. გარედან ის შეიძლება დიდებულად გამოიყურებოდეს - მაღალი, დიადი, ლამაზი, შთამბეჭდავი, ყველას ყურადღების ცენტრში მოქცეული. მაგრამ საკმარისია მცირე ბიძგი, რომ ეს ფასადი მაშინვე ჩამოიშლება. სწორედ ასეთია ნარცისის ფსიქიკა - გარეგნულად მყარი, მაგრამ შინაგანად ძალიან მყიფე.

ნარცისი აგრესიულია
ნარცისი აგრესიულია

აგრესია ნარცისისთვის შეიძლება იყოს ორი ტიპის:

  1. ღია აგრესია - ეს დამახასიათებელია გრანდიოზული ნარცისებისთვის. ისინი პირდაპირ გამოხატავენ თავიანთ აგრესიას ყვირილით, მუქარით, დამცირებით და ხშირად ფიზიკური ძალადობითაც კი. ეს არის მათი გზა საკუთარი "ძალაუფლების" დემონსტრირებისთვის.

  2. ფარული აგრესია - ეს უფრო ფარული ნარცისების მახასიათებელია. ისინი იყენებენ პასიურ-აგრესიულ ტაქტიკას: მანიპულაციას, საბოტაჟს, ფარულ დამცირებას. მათი აგრესია უფრო შენიღბულია, მაგრამ არანაკლებ დამაზიანებელი.


რატომ ვერ შეიცვება ნარცისი?

ბევრს აინტერესებს - რატომ ვერ ხვდება ნარცისი, რომ მისი ქცევა დამაზიანებელია როგორც მისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის? რატომ ვერ იცვლება?

პასუხი მარტივიცაა და რთულიც: მათთვის აგრესია არის არა პრობლემა, არამედ გამოსავალი. ეს არის მათი გზა გადარჩენისკენ, თუნდაც ეს გადარჩენა იყოს ილუზორული.

აგრესია მათთვის არის როგორც ფარი, ისე ხმალი - იცავს მათ მტკივნეული რეალობისგან და ამავდროულად ეხმარება შეინარჩუნონ ილუზია საკუთარ განსაკუთრებულობაზე. სანამ ეს მექანიზმი "მუშაობს", ისინი არ დაინახავენ მის შეცვლის საჭიროებას.

დასკვნა

ნარცისის აგრესიის გაგება არ ნიშნავს მის გამართლებას. ეს ნიშნავს იმის გააზრებას, რომ მათ უკან დგას ღრმად დაჭრილი ადამიანი, რომელმაც ვერ ისწავლა საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჯანსაღი ურთიერთობა. მათი აგრესია არის ტრაგიკული მცდელობა, შეინარჩუნონ თვითაღქმა, რომელიც თავიდანვე მყიფე და არამდგრადია.

თუმცა, ეს ცოდნა გვეხმარება არა მხოლოდ გავიგოთ ნარცისის ქცევა, არამედ დავიცვათ საკუთარი თავი. როდესაც ვიცით, რომ მათი აგრესია არ არის ჩვენზე, არამედ მათ შინაგან ბრძოლაზე, ჩვენ შეგვიძლია უკეთ დავიცვათ საკუთარი საზღვრები და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

გახსოვდეთ: თუ ხართ ნარცისული ძალადობის მსხვერპლი, თქვენი უსაფრთხოება და სიცოცხლე საფრთხეშია. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. დაგვიკავშირდით, კონსულტაცია უფასო და ანონიმურია.

ნარცისთან ურთიერთობის 3 ფაზა
რა არის ემპათია?
ტოქსიკური ადამიანების სამიზნე
ნარცისი ქმარი
როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი ნარცისია?

დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge

დანგრეული "მე" და აგრესიის საიდუმლო

ნარცისის აგრესია არ არის უბრალოდ ხასიათის თვისება ან ცუდი განწყობის გამოხატულება. ეს არის რთული ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც მათ არსებობას უზრუნველყოფს. წარმოიდგინეთ გატეხილი სარკე, რომლის ნამსხვრევებსაც ვიღაც ცდილობს წებოთი შეაწებოს. ნარცისის შემთხვევაში ეს "წებო" არის აგრესია, აგრესიით შეწებებული დამსხრეული სარკე, რომელიც დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო უსახური ხდება.

მათი "მე" დაშლილია, დანაწევრებული. ნარცისს არ აქვს მყარი შინაგანი ბირთვი, რომელიც განსაზღვრავს ვინ არის ის სინამდვილეში. ამის ნაცვლად, მას აქვს შექმნილი ყალბი, გრანდიოზული წარმოდგენა საკუთარ თავზე - თითქოს ის არის განსაკუთრებული, უნიკალური, სხვებზე მაღლა მდგომი. ეს ყალბი "მე" არის მისი გადარჩენის ერთადერთი გზა და თუარა ფანტაზია - ის ჩამოიშლება.

აგრესია როგორც თვითგადარჩენის ინსტრუმენტი

როდესაც რეალობა ემუქრება ამ ყალბ წარმოდგენას, ნარცისი განიცდის უზარმაზარ შინაგან ტკივილს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ჰგონია რომ ცხოვრობს სასახლეში, და უცებ ვიღაც ეუბნება, რომ სინამდვილეში ის ცხოვრობს მუყაოს სახლში. ამ დროს ნარცისს ორი არჩევანი აქვს: ან დაიჯეროს სიმართლე და დაინგრეს ფსიქოლოგიურად, ან აიძულოს თავს დარჩეს ფანტაზიაში და თავს დაესხას ამ "საფრთხეს" აგრესიით.

აგრესია ხდება მისი დამცავი ფარი. ეს არის როგორც იარაღი გარე საფრთხეების წინააღმდეგ, ასევე წებო, რომელიც მის დაშლილ "მე"-ს ერთად აკავებს. როდესაც ნარცისი აგრესიულია, ის გრძნობს ძალას, კონტროლს, უპირატესობას - ყველაფერ იმას, რაც მას სჭირდება თავისი ყალბი "მე"-ს შესანარჩუნებლად.

სირცხვილის საიდუმლო

ნარცისის აგრესიის უკან დგას კიდევ ერთი მძლავრი ემოცია - სირცხვილი. ეს არ არის ჩვეულებრივი სირცხვილი, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანი გრძნობს როცა შეცდომას დაუშვებს. ეს არის ღრმა, ეგზისტენციალური სირცხვილი - გრძნობა, რომ შენი ნამდვილი "მე" არის არასრულფასოვანი, უღირსი, დეფექტური.

ბავშვობისდროინდელი ტრავმების გამო, ნარცისი ამ სირცხვილს ვერ უძლებს. ის იმდენად მტკივნეულია, რომ მისი აღიარებაც კი შეუძლებელია.

ამიტომ, როცა რაიმე ან ვინმე აღვიძებს ამ სირცხვილს (თუნდაც უნებლიედ), ნარცისი რეაგირებს აგრესიით. ეს არის მისი გზა არა მხოლოდ გარე სამყაროს, არამედ საკუთარი თავის დასარწმუნებლად, რომ ის არ არის "ცუდი", "სუსტი" ან "არასრულფასოვანი".

ნარცისი ადამიანი აგრესიულია
ნარცისი ადამიანი აგრესიულია