რა ხდება ნარცისის გონებაში, როდესაც მას ვესაუბრებით?
ნარცისის გონებაში მუდმივად ჟღერს კრიტიკული შინაგანი ხმა, რომელიც მუდმივად ეუბნება ნარცისს, რომ ის არასაკმარისია, უღირსია, ბოროტია და არ არის განსაკთრებული.
ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔ
8/30/20241 min read
ძნელია ესაუბრებოდეთ ადამიანს, რომელიც თითქოს გისმენთ, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა სამყაროშია. ეს არის პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანების სამყარო - რთული, დამახინჯებული და ხშირად გაუგებარი ჯანმრთელი ადამიანებისთვის.
ნარცისის გონებაში მუდმივად ჟღერს კრიტიკული შინაგანი ხმა, რომელსაც ფსიქოლოგები "შინაგან ცუდ ობიექტს" უწოდებენ. ეს ხმა მუდმივად ეუბნება ნარცისს, რომ ის არასაკმარისია, უღირსია, ბოროტია და არ არის განსაკთრებული. ეს არის ბავშვობაში ჩანერგილი კრიტიკა, ხშირად მშობლების ან სხვა ამაგისმიმცემი ფიგურების მხრიდან.
ნარცისს უჭირს გარე სამყაროს გამიჯვნა საკუთარი შინაგანი სამყაროსგან, ამიტომ როდესაც მას ელაპარაკებით, თქვენი სიტყვები აღიქმება როგორც კიდევ ერთი შინაგანი ხმა და ერწყმის მის დანარჩენ შინაგან ხმებს, რომელიც მუდმივად შეახსენებს მას, რომ სინამდვილეში, ის “ცუდი ადამიანია”. ამიტომ, თქვენი უწყინარი კომენტარიც კი, მან შეიძლება აღიქვას, როგორც თავდასხმა და თავის დასაცავად, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა იარაღი.


ეს პროცესი იწვევს პარადოქსულ სიტუაციას: თქვენ შეიძლება ამბობდეთ რაღაც პოზიტიურს ან ნეიტრალურს, მაგრამ ნარცისი ამას აღიქვამს როგორც კრიტიკას ან თავდასხმას, რადგან ის ვერ ანსხვავებს თქვენს ხმას თავისი შინაგანი კრიტიკული ხმისგან.
ეს მექანიზმი ასევე ხსნის, თუ რატომ არის ნარცისი ასეთი მგრძნობიარე კრიტიკის მიმართ - გარე კრიტიკა აძლიერებს მის შინაგან ნეგატიურ ხმებს, რაც იწვევს ინტენსიურ ემოციურ ტკივილს. ნარცისისთვის თქვენი ნათქვამი პირდაპირ ასახავს იმას, თუ რა ეტაპზე იმყოფებით მისთვის. თუ მისთვის, თქვენ იდეალიზაციის ეტაპზე ხართ, ყველაფერი რასაც ამბობთ, მისთვის გენიალურია ან პირიქით - თუ ნარცისის მსხვერპლის გაუფასურების ფაზა უკვე დაწყებულია, იგივე სიტყვები შეიძლება აღქმული იქნას, როგორც შეტევა, შეთქმულება, ანგარიშსწორება ან ბოროტება.


ამიტომ, ნარცისი ყველაფერს ფილტრავს საკუთარი გრანდიოზულობის პრიზმიდან. ის ისმენს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც ამყარებს მის რწმენას საკუთარ განსაკუთრებულობაში. თუ რამე ეწინააღმდეგება ამ რწმენას, ის უბრალოდ "ვერ ისმენს" ამას. თქვენი სიტყვები შეიძლება სრულიად შეიცვალოს მის აღქმაში, რათა მოერგოს მის შინაგან ნარატივს ან პირიქით, მასში უსაფუძვლო ეჭვები აღძრას და უბიძგოს არაადეკვატური მოქმედებისკენ. ზუსტად აქედან მოდის მისი უსაზღვრო ეჭვიანობა და პარანოია, რომ მას ებრძვიან ან შეთქმულებას უწყობენ (გაიხსენეთ ნარცისის კოდექსი).
ნარცისი მუდმივად ფხიზლობს საფრთხის მოლოდინში. ის ფიქრობს, რომ ყველა ცდილობს მის მოტყუებას, დამცირებას ან მანიპულირებას. ეშინია, რომ ერთხელაც შიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლი (როგორც ადრე) და ამიტომ, უბრალო საუბარიც კი მისთვის შეიძლება იქცეს ბრძოლის ველად, სადაც ის თავს იცავს წარმოსახვითი თავდასხმებისგან.
ნარცისის პარანოია და ეჭვიანობა არ არის უბრალოდ მისი ხასიათი - ეს არის მისი ფსიქიკის ფუნდამენტური ნაწილი. ეს გამომდინარეობს რამდენიმე ფაქტორიდან:
ა) პროექცია: ნარცისი ხშირად საკუთარ ნეგატიურ თვისებებს და განზრახვებს პროეცირებს სხვებზე. ანუ, აბრალებს და ადანაშაულებს სხვებს ზუსტად იმაში, რაზეც მისი შინაგანი ხმა, მუდმივად აკრიტიკებს მას გონებაში და ფიქრობს, რომ ყველა ასე იქცევა.
ბ) დაბალი თვითშეფასება: მიუხედავად გარეგნული თავდაჯერებულობისა, ნარცისის თვითშეფასება ძალიან მყიფეა. ნებისმიერი კრიტიკა ან გამოწვევა აღიქმება როგორც ეგზისტენციალური საფრთხე და თუ ამ გამოწვევას არ გაუმკლავდება (ნებისმიერი მიღებული თუ მიუღებელი გზით), ამ გამოწვევას მისი თვითშეფასება შეეწირება.
ეს ფაქტორები ერთად ქმნის მუდმივი საფრთხის შეგრძნებას. ნარცისი ყოველთვის ფხიზლადაა, ეძებს ნიშნებს "ღალატის" ან "შეთქმულების", რაც იწვევს მუდმივ სტრესს და დაძაბულობას ურთიერთობებში.
ამ ორი ასპექტის - შინაგანი ხმების და პარანოიის - გაგება გვეხმარება უკეთ გავიგოთ, თუ რატომ არის ასეთი რთული ნარცისთან კომუნიკაცია. ეს არ არის უბრალოდ "რთული ხასიათი", არამედ ღრმად ფესვგადგმული ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც განსაზღვრავენ ნარცისის სამყაროს აღქმას და ქცევას.
რომ შევაჯამოთ, ნარცისთან კომუნიკაცია რთული გამოცდილებაა. მისი შინაგანი სამყარო იმდენად კომპლექსური და დამახინჯებულია, რომ ჩვეულებრივი საუბარიც კი შეიძლება გადაიქცეს ემოციურ ამერიკულ მთებად. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ჩვენი ბრალი - ეს ნარცისის შინაგანი ბრძოლის შედეგია. თუ გვიწევს ნარცისთან ურთიერთობა, საჭიროა ვიყოთ მომზადებულები ამ გამოწვევებისთვის და ვიზრუნოთ საკუთარ ემოციურ კეთილდღეობაზე.
როგორ აღიქვამს ნარცისი თავის მსხვერპლს
შეფარული ნარცისი
ნარცისული ძალადობის მსხვერპლის ნიშნები, რაც განსხვავდება ჩვეულებრივი ძალადობისგან
რატომ სძულს ნარცისს მისი მთავარი პარტნიორი?
6 ნაბიჯი გამოჯანმრთელებისკენ
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge


გ) კონტროლის საჭიროება: ნარცისს სჭირდება აბსოლუტური კონტროლი თავის გარემოცვაზე, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ნებისმიერი ნიშანი იმისა, რომ სხვებს აქვთ საკუთარი აზრები ან სურვილები, აღიქმება როგორც საფრთხე.
დ) შავ-თეთრი აზროვნება: ნარცისისთვის სამყარო დაყოფილია "მეგობრებად" და "მტრებად", სადაც შუალედური არაფერი არ არსებობს. თუ ვინმე არ ეთანხმება მას ან არ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, ის ავტომატურად ხდება "მტერი".
ე) დისოციაცია: ნარცისს "ავიწყდება" ან იგნორირებას უკეთებს ინფორმაციას, რომელიც მისთვის არასასურველია. ამიტომ, ხშირად ის ვერ იხსენებს თქვენს ნათქვამს ან ამახინჯებს მას. ზუსტად აქედან მოდის Gaslighting-ის ტექნიკაც. რამოდენიმე ცნობილი ფსიქიატრი იმასაც კი ამბობს, რომ ეს არ არის განზრახ ტყუილი - რომ ეს მისი ფსიქიკის დაცვის მექანიზმია.