ნარცისი ცდილობს თქვენს განადგურებას

როგორ ვმართოთ ნარცისი?

როგორ უნდა გამოუზოგოთ რესურსები, როგორ უნდა გახდეთ საიმედო წყარო და როგორ უნდა დაუჭიროთ მხარი მათ გრანდიოზულ ფანტაზიებს

ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲗᲐᲜᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲔᲑᲘᲡ ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ

10/4/20241 min read

ნარცისიზმი არის პიროვნული აშლილობა, რომელიც ხშირად რთულ ურთიერთობებს ქმნის ადამიანებთან მის ირგვლივ.

თუ თქვენ ხართ იმ ადამიანთა შორის, ვინც ცდილობს ნარცისთან ურთიერთობის მართვას, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ უნდა მოიქცეთ სწორად და ეფექტურად. ნარცისიზმის მკვლევარი და ფსიქოლოგიის პროფესორი სემ ვაკნინი 3 რჩევას გვაძლევს:

ნარცისზე ანგარიშსწორება
ნარცისზე ანგარიშსწორება

1. ნარცისული რესურსის შეკავება

პირველი და ყველაზე ეფექტური გზა ნარცისთან ურთიერთობაში არის მათი "ნარცისული ყურადღების/რესურსის" შეკავება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეამციროთ ის ყურადღება და აღიარება, რაც მათ სჭირდებათ.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პარტნიორი მუდმივად ითხოვს თქვენს ყურადღებას და კომპლიმენტებს, მაგრამ არ აფასებს თქვენს საჭიროებებს.

თუ თქვენ უარს იტყვით მის მოთხოვნებზე და არ მიაწვდით იმ აღიარებას, რასაც ის ეძებს, ის დაიწყებს "მუდმივი თხოვნის" პროცესს და ამ დროს თქვენ შეგიძლიათ დაუწესოთ პირობები და მოთხოვნები, უკვე თქვენ აღმოჩნდებით საჭესთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნარცისმა საჭირო ყურადღების ძებნა შეიძლება სხვაგან დაიწყოს, თუნდაც თქვენს ზურგს უკან.

ნარცისის მართვა
ნარცისის მართვა

2. მაღალი ხარისხის რესურსების მიწოდება

მეორე გზა საპირისპიროა.

თქვენ უნდა გახდეთ, მაღალი ხარისხის ნარცისული რესურსების მიწოდების წყარო ნარცისისთვის.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა უზრუნველყოთ ნარცისის ისეთი აღიარება და ყურადღება, რაც მათ სჭირდებათ, მაგრამ ამის სანაცვლოდ უნდა მოითხოვოთ მათი იმგვარი დამოკიდებულება, როგორიც თქვენ გჭირდებათ.

მუდმივი დამსახურებული თუ დაუმსახურებელი აპლოდისმენტები, მას თქვენს რესურსზე დამოკიდებულს გახდის და ურთიერთობის პირობების კარნახი თქვენზე გადმოვა.

ნარცისიზმის ფსიქოლოგია

ნარცისიზმი ხშირად დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ადამიანები ცხოვრობენ "ცრუ მე"-ს სამყაროში. ისინი საკუთარ თავს მიიჩნევენ განსაკუთრებულებად და ელიან უსაზღვრო წარმატებებსა და აღიარებას, რაც იწვევს არაადეკვატურ მოლოდინს.

ემპათიის ნაკლებობა

ნარცისები ხშირად ვერ ახერხებენ სხვების საჭიროებების გაგებას. ისინი, როგორც კომპიუტერული თამაშის ჯარისკაცებს აღიქვამენ ყველას და ვერ ახერხებენ მათი ემოციების აღქმას. ეს მათ საშუალებას აძლევს იყვნენ ექსპლუატატორები სხვების მიმართ.

დასკვნა

ნარცისიზმის მართვა რთულია, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული სტრატეგიებით. როდესაც თქვენ იცით როგორ უნდა მოიქცეთ ნარცისთან ურთიერთობის დროს — როგორ უნდა გამოუზოგოთ რესურსები, როგორ უნდა გახდეთ საიმედო წყარო და როგორ უნდა დაუჭიროთ მხარი მათ გრანდიოზულ ფანტაზიებს — შეგიძლიათ შეამსუბუქოთ თქვენი ურთიერთობები მათთან.

ნარცისიზმი არის რთული ფენომენი, მაგრამ მისი გაგება და მართვა შესაძლებელია სწორი მიდგომებით. მნიშვნელოვანია იცოდეთ საკუთარი საზღვრები და არ დაკარგოთ საკუთარი თავი ნარცისულ ურთიერთობაში.

ნარცისის აგენტები - მფრინავი მაიმუნები
წარსულის გაყალბება - Gaslighting
შეფარული ნარცისი
ნარცისი კლავს
ნარცისის 6 თვისება, რაც გამოარჩევს ჯანმრთელი ადამიანისგან


დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში -
NPD.ge

როგორ ვმართოთ ნარცისი
როგორ ვმართოთ ნარცისი

3. გრანდიოზული ფანტაზიების მხარდაჭერა

მესამე გზა არის ნარცისული ფანტაზიების მხარდაჭერა.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაეთანხმოთ მათ არარეალურ წარმოდგენებზე და ამით გაამარტივოთ მათი სურვილების შესრულება.

როდესაც ნარცისი ხედავს, რომ მასთან თანამშრომლობა გრძელდება მისი ფანტაზიების მიხედვით, ის უფრო მეტად გახდება დამოკიდებული თქვენზე და თვენს რესურსზე.

ის აუცილებლად გახდება წარმატებული მსახიობი, ექიმი, პოლიტიკოსი…

შეგიძლიათ დაეხმაროთ მას ამ ფანტაზიაში და უთხრათ, რომ მისი შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა.