10 ნიშანი, რომ ადამიანი ტოქსიკურია
მათი ქცევა არის მათი ფსიქიკის დაცვის მექანიზმი, რომელიც მათ ბავშვობაში განუვითარდათ.
ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘ
12/27/20241 min read
10 ნიშანი, რომ ადამიანი ტოქსიკურია
ზოგჯერ ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომელთა გარემოცვაშიც თავს ცუდად ვგრძნობთ. მათ გვერდით ვხდებით უბედურები, სუსტები და უძლურები. ერთი შეხედვით, არც კონფლიქტი გვაქვს მათთან და არც რაიმე პრობლემა, მაგრამ მაინც გვიჭირს მათთან ურთიერთობა. ეს ადამიანები არიან "ტოქსიკურები" - ისინი წამლავენ გარემოს და სხვა ადამიანების ფსიქიკას.
დღეს გაგიზიარებთ ტოქსიკური ადამიანის 10 მთავარ მახასიათებელს, რომელთა ცოდნაც დაგეხმარებათ მათ ამოცნობასა და მათგან თავის დაცვაში.


8. გადაჭარბებული დრამატიზება
ყველა ემოცია მაქსიმალურად გაზვიადებულია. რატომ? მიზანი თქვენი ემოციური დესტაბილიზაციაა - რაც უფრო ემოციურად არაადეკვატურ მდგომარეობაში ხართ, მით უფრო ადვილია თქვენით მანიპულირება.
9. აბსოლუტური სიმართლე
მათთვის არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი - ან ისინი არიან მართლები, ან თქვენ ხართ "აბიუზერი". რატომ? ეს იწვევს უძლურების განცდას და სტოკჰოლმის სინდრომს - "ჯობია დავეთანხმო, თორემ ისევ დაიწყება..."
10. პასუხისმგებლობის აცილება
ყველაფერში სხვაა დამნაშავე - ბოძი არასწორ ადგილას იდგა, კოლეგები უშლიდნენ ხელს, თქვენ ვერ გამოიცანით მისი განწყობა. რატომ? მიზანი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და სხვების დადანაშაულებაა.
როგორ დავიცვათ თავი?
1. არასდროს უთხრათ, რომ ცდებიან - ეს მხოლოდ გაამძაფრებს სიტუაციას
2. მინიმუმამდე დაიყვანეთ კონტაქტი
3. არ გაამჟღავნოთ პირადი ინფორმაცია
4. არ განიხილოთ სხვა ადამიანები მათთან
გახსოვდეთ: ტოქსიკური ადამიანები ხშირად არიან ნარცისული პიროვნული აშლილობის მქონენი. მათი ქცევა არის მათი ფსიქიკის დაცვის მექანიზმი, რომელიც მათ ბავშვობაში განუვითარდათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გახდეთ მათი თერაპევტი - თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უპირველესია.
რა არის ემპათია?
როგორ ხდება ადამიანი ნარცისი?
ნარცისგამოვლილი ანი
ქუჩის ანგელოზი, სახლის დემონი
ინცესტი
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
1. მსხვერპლის პოზიცია
ტოქსიკური ადამიანი მუდმივად მსხვერპლის როლშია. მას "ყოველთვის" ვიღაც ჩაგრავს, "არასდროს" ექცევიან სამართლიანად და "მუდმივად" რაღაც ცუდი ემართება. რატომ იქცევიან ასე? მათი მიზანია, აიძულონ გარშემომყოფები, რომ მხსნელის როლში მოევლინონ. თუ არ დავეხმარებით, მაშინვე გავხდებით "უგრძნობი ეგოისტები".
2. წყენა
ისინი მუდმივად ნაწყენები არიან ან მზად არიან ეწყინოთ ნებისმიერ მომენტში. რატომ? ეს ერთგვარი მანიპულაციაა, წყენა არის მათი კონტროლის იარაღი. როდესაც ადამიანი დამნაშავედ გრძნობს თავს, ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს დანაშაულის გამოსასყიდად.
3. ნეგატიური მსოფლმხედველობა
მათთვის ყველაფერი ცუდია - წარსულში, აწმყოში და მომავალშიც. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაც კარგადაა, "თქვენ უბრალოდ ყველაფერი არ იცით". რატომ აკეთებენ ამას? მიზანი მარტივია - შფოთვასა და სევდაში მყოფი ადამიანის მართვა გაცილებით იოლია.
4. მუდმივი კრიტიკა და ბრალდებები
ყველაფერი არასწორია მათთვის - როგორ ზიხართ, როგორ საუბრობთ, როგორ სუნთქავთ. თვით საჩუქარიც კი შეიძლება უკეთესი ყოფილიყო. რატომ? მიზანი თქვენი თვითშეფასების დაქვეითებაა, რადგან დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანით მანიპულირება უფრო ადვილია.
5. შური
მათთვის აუტანელია სხვისი წარმატება და ბედნიერება. ისინი განიცდიან, როდესაც სხვას კარგად აქვს საქმე. რატომ? მათი მიზანია, ჩაგინერგონ აზრი, რომ წარმატება და ბედნიერება "აკრძალულია", რადგან ეს სხვებს ვნებს.
6. ჭორაობა
მუდმივად სხვების განხილვა და დამცირება მათი საყვარელი საქმიანობაა. რატომ? ეს არის "გათიშე და იბატონე" პრინციპი - რაც ნაკლები თბილი და ნდობით სავსე ურთიერთობები გაქვთ, მით უფრო სუსტი და მოწყვლადი ხართ. უფრო იოლია თქვენი დაზიანება და სამაგიეროს გადახდა იმისთვის, რომ გაქვთ ის, რაც მას არ აქვს.
7. სიცრუე
ინფორმაციის დამახინჯება, ტყუილები, Gaslighting-ი, ტრიანგულაცია და საკუთარი ინტერპრეტაციები მათი არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილია. რატომ? მიზანი მარტივია - რომ საკუთარი რეალობის აღქმაში შეიტანოთ ეჭვი და კოგნიტური დისონანსი გამოიწვიოს თქვენში, რაც საბოლოო ჯამში ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს. ანუ, როცა ადამიანი თეთრზე შავს გიმტკიცებთ, პირდაპირ “გაგიჟებთ” სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

