იქნებ მე ვარ ნარცისი?
თუ ეს კითხვა გაგიჩნდა, შენთვის კარგი ამბავი მაქვს, ნამდვილი ნარცისი ასეთ სტატიას ვერ წაიკითხავდა... 5 მიზეზი, რატომ არ ხარ ნარცისი
ᲡᲐᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝ ᲘᲜᲘᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲜᲐᲠᲪᲘᲡᲖᲔᲜᲐᲠᲪᲘᲡᲘᲖᲛᲘᲡ ᲜᲘᲨᲜᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲔᲑᲘ
6/1/20231 min read
„მე სხვებზე უკეთესი ვარ"
ნარცისს ღრმად სწამს, რომ სხვებზე ჭკვიანია, ლამაზია, წარმატებულია. ეს განცდა არ საჭიროებს მტკიცებულებებს. ეს უბრალოდ „ასეა" და დამთავრდა!
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ხშირად ბავშვობის ტრავმის ანაზღაურებაა — შიგნიდან სუსტი ადამიანები, გარეთ „სრულყოფილ" ფასადს ქმნიან შესანიღბად და თუ ამ ნიღაბს კრიტიკა შეეხება, რეაგირება სასტიკი და დაუნდობელი იქნება.


„შენი ტკივილი ჩემთვის სულერთია"
და ბოლოს ყველაზე მტკივნეული - ემპათია — ეს არის სხვისი ტკივილის „შეგრძნების" უნარი. ვინაიდან მათ უმრავლესობას რთული ბავშვობა ჰქონდა და მათ, თითქმის არ ჰქონიათ ემოციური მხარდაჭერა მისი ამიგისმიმცემებისგან, უჭირთ სხვების გრძნობების გულწრფელად გაზიარება და თანაგრძნობა. მათ არ ასწავლეს როგორ უნდა ეცოდებოდეთ, უთანაგრძნონ, უყვარდეთ და უხაროდეთ სხვის გამო. მთავარია შეცდომაში არ შეგიყვანოს მისმა როლმა - ითამაშოს ემპათიური ადამიანის როლი.
რას მერჩოდა ნარცისი? რატომ ამირჩია მე?
რატომ ქორწინდება ნარცისი?
ნარცისის მთავარი მსხვეპრლი
ნარცისის გამოვლენა ძნელია! ძალიან ძნელია!
დახმარებისთვის მოგვწერეთ - კონსულტაცია ანონიმური და უფასოა
ასევე შემოგვიერთდით Facebook -ის დახურულ ჯგუფში - NPD.ge
„ყველაფერი მე მეკუთვნის"
ნარცისი თვლის, რომ შენი პატივისცემა, ბოდიში, ყურადღება, დრო — ყველაფერი ავტომატურად მასზეა გათვლილი და დამსახურება არ სჭირდება. რატომ? იმიტომ, რომ ნარცისის სამყაროში ყველაფერი მის ირგვლივ ბრუნავს — ის ადგენს თამაშის წესებს მის სპექტაკლში და მეტიც, მას ამ წესების მიღმაც ეკუთვნის გასვლა. თუ ვინმე სხვა, „მის" ადგილს დაიკავებს — ოჯახში, სამსახურში, ტრანსპორტში ან თუნდაც ფოტოზე — ეს შეიძლება მძიმე შურისძიების გამომწვევი მიზეზი გახდეს.
„ეს დღე ჩემი უნდა იყოს"
ქორწილები, დაბადების დღეები, სხვის წარმატება — ეს ყველაფერი ნარცისისთვის ძნელია. რატომ? იმიტომ, რომ ყურადღება სხვაზეა, და ეს ნიშნავს, რომ „ფასადი" ამ მომენტში ჩრდილში რჩება. ნარცისი ამ ყურადღებას სხვადასხვა გზით „იქრადინებს": ჩხუბს იწყებს, ლაპარაკს ახრჩობს, ან ისეთ დრამას ქმნის, რომ ყველა მასზე გადაიყვანოს მზერა. ნარცისისთვის გამხდარი ყურადღება — ჟანგბადის ეკვივალენტია.
„როგორც მე ვიტყვი, ისე იქნება!"
ნარცისი ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს — ადამიანები, სიტუაციები, ნარატივი. რატომ? კონტროლის გარეშე „სრულყოფილი" ფასადი ინგრევა. ამ კონტროლისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტაქტიკა:
🔹 გაზლაითინგი — „ასე არ იყო. შენ ვერ დაიმახსოვრე სწორად."
🔹 Love bombing — თავბრუდამხვევი ყურადღება ურთიერთობის დასაწყისში.
🔹 „მფრინავი მაიმუნები" — საერთო ახლობლები, რომლებიც ნარცისის ვერსიას ირწმუნებენ და სხვების განსჯაში მონაწილეობენ.


„შენ ჩემი ნაწილი ხარ"
ნარცისი ვერ ხედავს, სად მთავრდება ის და სად იწყები შენ. განსაკუთრებით ეს ხშირია ნარცისი მშობლის ვითარებაში: შვილი — ეს „გაგრძელებაა", წარმატება შვილისა ნარცისის დამსახურებაა, ხოლო წარუმატებლობა — ნარცისის სირცხვილია. რატომ? იმიტომ, რომ ნარცისისთვის დამოუკიდებელი ადამიანი არ არსებობს — ყველა, ვინც ახლოსაა, „მისი" ნაწილია. თუ შეეცდები საზღვრების დაწესებას, ნარცისი ამას ომის გამოცხადებად მიიღებს.
„ყოველთვის შენი ბრალია"
ნარცისი ჭეშმარიტ ბოდიშს ვერ იხდის, ყოველთვის სხვაა დამნაშავე — პარტნიორი, მშობელი, გარემოება, ამინდი — ყველა, გარდა მისი. რატომ? იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომის აღიარება ნარცისისთვის ნიშნავს, რომ ის სრულყოფილი არ არის — ეს კი მთელ ფასადს ანადგურებს. ნიღაბი, რომელიც სოციუმისთვის შექმნა ხომ უნაკლო და გრანდიოზულია?! მისი ბოდიში ყოველთვის ყალბია და მას სინანული არ შეუძლია.

